სიახლეები
სიახლეები

დღეს თუ ონლაინზე გადახვედით, პარასკევს „არა“ დაგეწერებათ
18-11-2021
-
+


უკვე მეორე წელია მოსწავლეებს სწავლის ფორმატის არჩევის საშუალება აქვთ; მართალია, წლევანდელი მექანიზმები ცოტა განსხვავდება, შეიცვალა რეგისტრაციის სიხშირე  და ბავშვებსაც კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით ეძლევათ დასწრებითიდან ონლაინზე, ან პირიქით - ონლაინიდან დასწრებით სწავლებაზე დარეგისტრირების საშუალება (შარშან დისტანციური ფორმატის ასარჩევად ოთხშაბათი იყო), მაგრამ პრინციპი იგივეა - მონაცემების დაფიქსირების შემდეგ სწავლის ფორმატის შეცვლა შეუძლია.

თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თითქმის ყველა მოსწავლეს რჩება მხედველობიდან - როდესაც დისტანციურ სწავლებაზე ხუთშაბათს რეგისტრირდება, ჰგონია, რომ პარასკევს სკოლაში აღარ უნდა მივიდეს; რეალურად კი ონლაინის ათვლა იწყება ორშაბათიდან, პარასკევს სკოლაში არგამოცხადებით კი პედაგოგი ვალდებულია „არა“ დაწეროს; ასევეა დისტანციურიდან დასწრებით სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაშიც - პარასკევს ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლას აზრი არ აქვს, რადგან ის ამ დროს ონლაინზე ირიცხება. 

განათლების სამინისტროს განმარტებით, სისტემაში შეცვლილი მონაცემების ასახვას დრო სჭირდება და ხუთშაბათს არჩეული სწავლის ფორმატის ათვლა მომდევნო კვირის ორშაბათიდან იწყება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება