მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის ნაწილისთვის კოვიდტესტირება ფასიანი გახდა. პრემიერ მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია, ცვლილება კი 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ახალი განკარგულებით „სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა ამავე განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა ტესტირება 2022 წლის 1 იანვრამდე ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით“;
შ.ა. ქვეპუნქტი კი გულისხმობს: სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები), ბაზრებსა და ბაზრობებზე, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომუშავე პირებს. გამოდის ამ მიზნობრივი ჯგუფისთვის სავალდებულო ტესტირებას 1 იანვრიდან სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.
რაც შეეხება პედაგოგებსა და ზოგადასაგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებულები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით; ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ (იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია დარეგისტრირდება შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში). გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით;
ხოლო ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულის შუამდგომლობა, ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციურად მუშაობის რეჟიმით.
იხილეთ ასევე:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...