სიახლეები
სკოლები

„კულტურული მრავალფეროვნება ჩემ გარშემო“ - თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
19-11-2021
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-7 კლასებში მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე თემით -„კულტურული მრავალფეროვნება ჩემ გარშემო“, იმუშავეს.

კომპლექსური დავალების 1-ელი ნაბიჯის  ფარგლებში მოსწავლეებმა ვიდეორგოლი „ჰურიე“  ნახეს და განიხილეს, იმსჯელეს მის ისტორიაში ასახული არატოლერანტული ქმედებების გამოვლინებების შესახებ და მოიფიქრეს ასერტული და ტოლერანტული ალტერნატივები. 
     
ამით მოსწავლეებმა ნახეს და განიხილეს ვიდეო - „ნიგერიელი გოგონა თბილისში“, იმსჯელეს, თუ რა პრობლემა შეექმნა შარონს მისი კანის ფერის გამო და გააანალიზეს, რა სახის სტერეოტიპებია საზოგადოებაში ჩამოყალიბებული. 
     
ამასთანავე, მოსწავლეებმა ნახეს და განიხილეს ვიდეო „ბიბლია ჟესტების ენაზე“, იმსჯელეს იმ საზოგადოების დამოკიდებულებებზე, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა (უარყოფით კონტექსტში) რელიგიასა და შეზღუდულ შესაძლებლობებზე. 
     
კომპლექსური დავალების მეორე ნაბიჯის განხორციელებისას მოსწავლეებმა წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ბოშები“ და გამოკვეთეს ის მომენტები, სადაც ჩანდა ასერტულობა და ტოლერანტობა. 
     
კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპზე მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტი, რომელშიც ისაუბრეს ტოლერანტობის არსსა და მნიშვნელობაზე, უმცირესობაში მყოფი ადამიანების სულიერ მდგომარეობასა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლაში მოეწყო კვირეული: ყველა კლასში ჩატარდა (სულ 6 კლასი) კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტის პრეზენტაციები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი

ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება


სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ

„ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“



ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს

ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დამსახურებით, კარგად იციან მათ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობა
საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება