სიახლეები
სამასწავლებლო

„სასწავლო პროცესში შაბათი დღის გამოყენებას მხარს არ ვუჭერ“ - ლალი წულაია, იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი
19-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებით, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპი ვითარების გათვალისწინებით? 
 
- სასკოლო პროცესი მიმდინარეობს დასწრებით, რადგან სკოლაში დაცულია ყველა პირობა, რაც ეპიდვითარებასთან არის დაკავშირებული. 

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ? 

- მიმდინარე სასწავლო წელს პირველად შევიტანეთ საგაკვეთილო პროცესში კომპლექსური დავალებები.  მიმართულება რთულია მაგრამ დაუძლეველი არაფერია თუკი მასწავლებელი და მოსწავლე მოინდომებს. მშობლის დამოკიდებულება უნდა იყოს მიზანმიმართული. 

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული? 
 
- მიუხედავად დღევანდელი პირობებისა, სკოლა ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, კონკურსში  „დაწერე ნოველა“ მონაწილეობა მიიღეს IX კლასის მოსწავლეებმა, ასევე კონკურსში „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ  წესს“ მიიღო მონაწილეობა IX კლასმა, ჩატარდა კონკურსი „ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი მარგალიტები“, ჩვენი სკოლა ჩაერთო პროექტში, რომელსაც ახორციელებს  ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რაც გულისხმობს საქართველოდან საპილოტე სკოლების ჩართვას მსოფლიოს ეკო სკოლების პროექტში, იანეულის საჯარო სკოლა დატანილი იქნება მსოფლიო ეკო სკოლების რუკაზე. ამ პროექტთან დაკავშირებით სკოლის ეზოში დავრგეთ 5 ძირი კვიპაროსის  ხე, 2 ვერცხლის ემონ იუსი, 2 აი კუბას ხე, 2 მირონის ხე, გათვალისწინებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იასამნის ბაღის გაშენება. 

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე.  რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე? 

- მე როგორც დირექტორი მომხრე ვარ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს დასწრებით, რაშიც უნდა დაგვეხმაროს მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი და საზოგადოება, რომლის წინა პირობაა აცრა. რაც შეეხება სასწავლო პროცესში შაბათი დღის გამოყენებას მხარს არ ვუჭერ. 

 - როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ? 
 
- ჩვენს სკოლაში ასწავლის 14 მასწავლებელი  მათგან აცრილია 11 პედაგოგი და 3 თავს იკავებს თანმხლები დაავადებების გამო. აცრილია ადმინისტრაცია, დამხმარე პერსონალი და მშობლების უმეტესობა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება