მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის გუნდმა შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ გახალისდეს და უფრო საინტერესო გახდეს თანასკოლელებისთვის სასწავლო ცხოვრება და აქტივობები.
სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამისათვის გუნდი დაიყო ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი სათავეში ჩაუდგა კლუბებს, რომლებიც მოსწავლეთა ინიციატივით შეიქმნა. ჩამოყალიბდა შემდეგი კლუბები - „ინტელექტი“, „მწიგნობარი“ და „ხელოვანი“. კლუბების შექმნის მიზანია ურთიერთთანამშრომლობა და ჯგუფური კავშირი - დაეხმარე მეგობარს, ასწავლე და დაარწმუნე.
„ამ ეტაპზე კლუბ „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა ჯგუფმა მეორე კლასში ინტელექტუალური თამაში - „ვიქტორინა“ ჩაატარა, რამაც ძალიან გაახარა პატარები .. თამაშები კვლავაც გაგრძელდება შემდგომ კლასებში. ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება