სიახლეები
სიახლეები

როდის გაივლიან სავალდებულო ტრენინგებს სკოლაში ახლადდასაქმებული უფროსი მასწავლებლები - მასწავლებლის სახლის განმარტება
22-11-2021
-
+


მასწავლებლებს სტატუსის შესაბამისი სავალდებულო ტრენინგების გავლა  ყოველ წელს მოუწევთ. უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგები წელიწადში 20-საათიან, წამყვანები 12-საათიან, მენტორები კი 8-საათიან ტრენინგებს გაივლიან.

პედაგოგებს საშუალება ექნებათ, თავად აირჩიონ, რა მიმართულებით სურთ განვითარება და შეარჩიონ სასურველი ტრენინგმოდული. მასწავლებლები, სტატუსის შესაბამისად, უკვე დაესწრნენ აღნიშნულ ტრენინგებს მას შემდეგ, რაც სავალდებულო გახდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს არ ყოფილა ერთჯერადი.

როდის მოუწევთ სტატუსის შესაბამისი სავალდებულო ტრენინგის გავლა სკოლაში ახლადდასაქმებულ უფროს მასწავლებლებს?  - როგორც etaloni.ge-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ტრენინგებზე რეგისტრაცია გაზაფხულზე გამოცხადდება. „ამ ეტაპზე, ჯერ იმ მასწავლებლებისთვის ტარდება ტრენინგი, ვინც ვერ მოასწრო გავლა. სავალდებულო ტრენინგები წელს პირველად იყო, მომდევნო რეგისტრაცია კი გაზაფხულზე გამოცხადდება. ის პედაგოგები, რომლებმაც სტატუსი ახალ სასწავლო წელს მიიღეს, გაზაფხულზე სავალდებულო ტრენინგებზე უნდა დარეგისტრირდნენ”, - განმარტეს მასწავლებლის სახლში. სტატუსიან პედაგოგთა სიებს სკოლები მასწავლებლის სახლს რესურსცენტრის გავლით მიაწვდიან. ამ სიებში მოხვდებიან ის პედაგოგებიც, ვინც სკოლაში მუშაობა ახალ სასწავლო წელს დაიწყო.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება