სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი რეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელეს
22-11-2021
-
+


ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად რეაბილიტირებულ შენობაში განახლდა.

ამიერიდან, მოსწავლეები და პედაგოგები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კეთილმოწყობილი სკოლის შენობითა და ინვენტარით ისარგებლებენ. 

სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კეთილმოწყობილ გარემოში სწავლის განახლება მიულოცეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა.

სკოლის დირექტორი სვეტლანა რურუა იმედოვნებს, რომ განახლებულ გარემოში სწავლება მოსწავლეებისათვის მეტი სტიმულისა და შესაძლებლობების მიმცემი იქნება. 

„სტუმრები სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც შეგვპირდნენ.  
უსაზღვრო იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიხარული. განახლებული გარემო ნამდვილად იქნება სტიმული ახალი, უფრო მეტი წარმატებისათვის.
ეკა ხოფერიამ სკოლას საჩუქრად აფხაზეთის მხატვართა ფერწერული ნამუშევრები გადასცა“,- წერს სკოლის დირექტორი სვეტლანა რურუა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვლამდე შეწყვეტილი იქნება - დეტალები

ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი

ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება


სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა პოსტერის პრეზენტაცია, ანიმაციური ფილმების ჩვენება

მოწვეული სტუმრები იყვნენ: სალომე ლომთაძე - ფსიქოლოგი; გოჩა ბაკურაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, ზეკო ხაჩიძე - სამოქალაქო თეატრის დამფუძნებელი

პროექტების კონკურსი CENN-ისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით გაიმართა

საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება