მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები - ამიტომაც, პრემიერის თქმით, შეიქმნება დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელშიც პროფესიული სასწავლებლებიც იქნებიან ჩართულნი.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომლის შედეგადაც ერთის მხრივ, მინიმუმ ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამას გარდა, სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო დამატებით, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება.
მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ განცდას, პერსპექტივას, მოტივაციას, რომ რეალური საქმით დასაქმდნენ. ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა მივაჩვიოთ. რა თქმა უნდა, ყველას სურს სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო პირობებს არ უქმნის, ეს რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ბარიერია. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევიმუშავებთ, ჩავრთავთ პროფესიულ სასწავლებლებს, უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება, შეიძლება ერთობლივად შევიმუშაოთ რამდენიმე კვირიანი პროგრამები, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა და რეალურად შევცვლით ამ სტატიკურ, გაყინულ მდგომარეობას“,- აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.