სიახლეები
სკოლები

„მერვე კლასმა ისტორიის კომპლექსური დავალების განხილვა ნამდვილ ზეიმად მიქცია“- გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს
22-11-2021
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად დიდი ინტერესითა და მონდომებით ასრულებენ. 

ამჯერად, მერვე კლასის მოსწავლეებმა დავალება ისტორიაში შეასრულეს, რასაც ისტორიის მასწავლებელი ნაირა აფციაური მოგვითხრობს.

მათი დავლება ქრისტიანულ სამყაროში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. მოსწავლეებმა დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს.

„მოგეხსენებათ, კომპლექსური დავალებები ესგ-ის ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა. რეგულარულად ვმუშაობთ ასეთი ტიპის დავალებებზე და თითქოს არც არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ აღფრთოვანებას ვერ ვმალავ: მერვე კლასმა ისტორიის კომპლექსური დავალების განხილვა ნამდვილ წარმოდგენად, ზეიმად მიქცია. კომპლექსური დავალების სამიზნე ცნება იყო ისტორიული მოვლენა. საკითხი ეხებოდა ქრისტიანულ სამყაროში მიმდინარე პროცესებს. დავალების პირობა ასეთი იყო: წარმოიდგინე, რომ ქართლის სამეფოს კარზე მსახურობ, ხშირად ელჩის მისიასაც ასრულებ. ამჯერად, მეფემ ქრისტიანულ ქვეყნებში გამგზავრება და ჩანაწერების გაკეთება დაგავალა. დაგეგმილია ვიზიტი ბიზანტიის იმპერატორთან, რომის პაპთან და ფრანკების მეფესთან.
მოსწავლეებმა მშვენივრად გაართვეს თავი დავალებას. მოძიებულ მასალასთან ერთად მათ წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი რუკები, მოგზაურობის მარშრუტები, ნახატები, დალუქული წერილები. ძალიან მომეწონა თეკლა ჯაღმაიძის ნახატი, რომელზეც აია სოფიას ტაძარი სანახევროდ იყო გამოსახული. კითხვაზე, რატომ დახატე აია სოფიას ტაძარი სანახევროდ, მიპასუხა: მე საპყრობილეში ვიყავი და იქედან მხოლოდ ეს ნაწილი ჩანდაო. მოსწავლეები შემოქმედებითად მიუდგნენ დავალებას და ერთი გაკვეთილი ნამდვილად ვიმოგზაურეთ წარსულში“,- წერს ისტორიის პედაგოგი ნაირა აფციაური.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება