სიახლეები
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრებმა, მოხალისე მოსწავლეებმა და მშობლებმა ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
22-11-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წვრებმა, მოხალისე მოსწავლეებმა და მშობლებმა სოფელ მშვიდობიანში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მათ ტრადიცია დაამკვიდრეს, რომელიც ყოველი ნოემბრის თვის პირველ შაბათ-კვირას ამ ეკლესიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუთავებას გულისხმობს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები, მშობელები და პედაგოგები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. დაცული იყო ყველა შესაბამისი რეგულაცია, რისთვისაც დასუფთავების აქციის მონაწილეები სკოლის დირექტორს მადლობას უხდიან. სწორედ მან მოამარაგა ისინი საჭირო ნივთებით.

„სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წვრებმა, მოხალისე მოსწავლეებმა და მშობლებმა დღეს ისტრიული რამ დაამკვიდრეს. შემოდგომით, ყოველი ნოემბრის თვის პირველ შაბათ-კვირას დავასუფთავოთ სოფელ მშვიდობიანში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ეს თაობიდან თაობას გადაეცემა და დამკვიდრდება მუდამ ტრადიციად.
ეკლესია მშენებარეა და რეკონსტრუქციის ეტაპზეა. ადგილზე მისვლისას დაგვხვდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს უტარებდნენ სამრეკლოს, რათა მოახლოებულ შემოდგომის გიორგობის დღესასწულის დღისთვის საეკლესიო ზარის მოწყობაც მოესწროთ. 
მოსწავლეებმა  და მშობლებამ დიდი მონდომებით და ხალისით დაასაუფთავეს ეკლესიის შიდა და მიმდებარე ტერიტორია, მშობლები დაგვეხმარნენ, მოგროვილი ნარჩენები ახლომდებარე სანაგვე ურნამდე მიგვატანინეს.
უღრმესი მადლობა სკოლის ხელმძღვანელს ქალბატონ მანანა ბახტურიძეს აქტივობა კოვიდ რეგულაციების ყველა დაცვით რომ ჩატარებულიყო გადმოგვცა ხელთათმანები, პირბადეები, პოლიეთილენის პარკები და სადეზინფექციო ხსნარი. ჩვენი  მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფელ მშვიდობიანის  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პოპულარიზაციის გაწევა და  ადგილმდებარეობის შესახებ ცნობადობის გაზრდა“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება