მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებს „ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩები ესწრებიან და კომპლექსურ დავალებებს უმოწმებენ. გაკვეთილებზე დასწრების მიზანი პედაგოგების გაკრიტიკება არაა, პირიქით, დამსწრეები ცდილობენ, შეამოწმონ, რამდენად მარტივად გადააქვთ პრაქტიკაში მასწავლებლებს ტრენინგზე ნასწავლი - კომპლექსური დავალებები.
პედაგოგთა ნაწილმა სწავლებაში კომპლექსური დავალებები უკვე დანერგა, ნაწილი კი - კვლავ გაურკვევლობაშია. მასწავლებლები ღელავენ, რადგან ფიქრობენ, რომ კომპლექსური დავალებები სათანადოდ არ სრულდება და დამსწრე მათ კარგ შეფასებას არ დაუწერს.
დაესწრებიან თუ არა ყველა მასწავლებელს კომპლექსური დავალებების შესაფასებლად?
ყველა პედაგოგს ნამდვილად არ აქვს სანერვიულო, რადგან „ქოუჩები“ ყველას არ ესწრებიან, სკოლაში მოსვლამდე კი დამსწრე აუცილებლად გააფრთხილებს მასწავლებელს, შესაბამისად, პედაგოგს საშუალება ექნება, გაკვეთილისთვის მოემზადოს. თუ რომელ პედაგოგებს არ დაესწრებიან კომპლექსური დავალებების შესამოწმებლად, ამას მასწავლებლებს, წინასწარ შეხვედრისას, თავად დამსწრე ეტყვის.
ტრენინგების დროს მასწავლებლებმა კომპლექსურ დავალებებსა და სასკოლო კურიკულუმის შედგენაზე საგნობრივ კათედრებზე იმუშავეს, თითოეულ საფეხურზე პედაგოგები ერთი და იმავე მატრიცით ხელმძღვანელობენ. ამიტომ, „ქოუჩი“ ყველა პედაგოგის გაკვეთილზე არ შევა, ის თითოეულ საფეხურზე 2-3 მასწავლებლის გაკვეთილს დაესწრება, პედაგოგს კი შეფასების კრიტერიუმები წინასწარ ეცოდინება.
იხილეთ ასევე: მასწავლებლებს გაკვეთილზე დაესწრებიან და კომპლექსურ დავალებებს შეუფასებენ - რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პედაგოგმა?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა