მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში ნებადართულია; 1 დეკემბრიდან კი ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც აუცრელ მოქალაქეებს, ტესტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში აღარ შეუშვებენ. საინტერესო ისაა, დასჭირდებათ თუ არა მოსწავლეებსაც კოვიდპასპორტებში სკოლაში ან სხვა ლოკაციებზე? - ამ კითხვაზე შრომის ინსპექცია პასუხობს, რომ საბუთი 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.
1 დეკემბრიდან მოქალაქეები „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
საბავშვო-გასართობ ცენტრებში კი, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.