წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წმინდა გიორგის ხსენების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
24-11-2021
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5გ კლასის მოსწავლეებმა წმინდა გიორგის ხსენების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
მათ დამრიგებელ სალომე ქობალიას დახმარებით, წმნიდა გიორგის ტაძრის ეზოში მცირე ლიტერატურული ღონისძიება მოაწყვეს. მოსწავლეებმა წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნულ ღონისძებას მამაოები, მოსწავლეთა მშობლები და ტაძრის სულიერი შვილები ესწრებოდნენ.
შემდეგ სკოლაში მასწავლებელმა სალომე ქობალიამ წმინდა გიორგის შესახებ, წინასწარ მომზადებული, ფილმები უჩვენა. „გიორგობას და წმინდა გიორგის ღვაწლის წარმოჩენას მიუძღვნა ლიტერატურული ღონისძიება სკოლის მე-5გ კლასმა (დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი სალომე ქობალია).
მოსწავლეები მიეახლნენ წყალტუბოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარს მოილოცეს, სანთლები დაანთეს და ტაძრის ეზოში მცირე ლიტერატურული ღონისძიება ჩაატარეს წმ. გიორგის შესახებ. ამ ჟესტით პატივი მიაგეს წმინდა გიორგის, როგორც დიდ წმინდანს... ღონისძებას ესწრებოდნენ მამაოები, მოსწავლეთა მშობლები და ტაძრის სულიერი შვილები.
ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი ხარაბაძემ და მამა არსენმა კი მოსწავლეებს საჯანმრთელო პარაკლისი გადაუხადეს, ზეთი აცხეს და დალოცეს.
დღის ღონისძიებამ სკოლაში გადაინაცვლა, სადაც მასწავლებელმა სალომე ქობალიამ წინასწარ მომზადებული ფილმები უჩვენა ბავშვებს წმ.გიორგის ცხოვრებასა და სასწაულის შესახებ.
მე-5გ კლასის დამრიგებელი და მოსწავლეები გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს - გიორგობას და ამ ძნელბედობის ჟამს: სულის სიმშვიდეს, ჯანის სიმაგრეს, დღეს - გრძელს, დიდხანს სიცოცხლესა და უფლის წყალობას გისურვებთ“,- წერს სკოლა.