ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ესტონური განათლების მოდელის შესახებ გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ
24-11-2021
დაკოპირებულია
-
+
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები - „გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ზოგადი განათლების სფეროში, საქართველოს ბავშვების უკეთესი სასწავლო შედეგებისთვის“, პროექტში მონაწილეობდნენ.
აღნიშნული ტრენინგი ესტონური პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.იგი პანდემიიდან გამომდინარე, ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. შესაბამისად, ვისაც ტრენინგების პირისპირ დასწრების შესაძლებლობა არ აქვს, საშუალება ეძლევათ, ონლაინ ჩაერთონ ყველა მიმდინარე აქტივობაში.
პროექტის მიზანია ესტონური გამოცდილების გაზირებით, ქართველი პედაგოგების შესაძლებლობების განვითარების გზით მოსწავლეების ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდა თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული, მათ შორის დისტანციური სწავლა-სწავლების მეთოდის გამოყენებით.
ტრენინგებში მასწავლებლებმა დიდი ინტერესით მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, ზოგადად, ყარ-სგურიშის საჯარო სკოლა სხვადასხვა პროექტსა და ტრენინგში აქტიურად ერთვება.