მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი საერთაშორისო გარემოსდაცვით პროექტში - „დარგე ხე - გადაარჩინე დედამიწა“ მონაწილეობს.
პროექტი 2022 წლის მაისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობაა დაგეგმილი.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სკოლა „პროგრესი“, მოლდოვის რესპუბლიკის მიერ შემოთავაზებულ, ეკოლოგიაზე ორიენტირებულ, საერთაშორისო პროექტში „დარგე ხე - გადაარჩინე დედამიწა“ მონაწილეობს.
პროექტი 2022 წლის მაისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა ჩვენი პლანეტის გარემოს გადასარჩენად. პროექტში ამ ეტაპისთვის მონაწილეობას იღებენ : სერბეთი, სომხეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, პოლონეთი, მონღოლეთი.
პროექტის მიზანი მრავალია, მაგრამ მათ შორის აღსანიშნავია: შემოთავაზებულ თემაზე კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარება;
მოხალისეობრივი უნარ-ჩვევების დანერგვა;
პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებთან
ტრანსდისციპლინარული კომპეტენციის განვითარება.
პროგრესელები ვზრუნავთ ჩვენს პლანეტაზე, იზრუნე შენც!“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში