მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
5-11 წლის ასაკის ბავშვების კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია ისრაელმა დაიწყო, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ქვეყნის 9.4-მილიონიანი მოსახლეობიდან 1.2 მილიონს აღნიშნული ასაკის ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით ამ ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი მოდის.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 1.3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 57% სრულად ვაქცინირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიღებული აქვთ ვაქცინის მესამე დოზა, ან მეორე დოზის მიღებიდან ჯერჯერობით 5 თვე არ გასულა.
ისრაელში დაინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დადასტურებული შემთხვევების ნახევარი 11 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში ფიქსირდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.