„ერთი შეხედვით, თითქოს მარტივ კითხვებზე ბევრი ვიფიქრეთ და ვიმსჯელეთ“-ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ფილოსოფიური წიგნი დაამუშავეს
25-11-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში წიგნი „საბოლოო ფილოსოაფია“ დაამუშავეს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საინტერესოდ ისაუბრეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„დაფიქრებულხარ რა არის სიამოვნება? რა გსიამოვნებს?
რამდენად არის შესაძლებელი ის, რაც გსიამოვნებს იყოს მდგრადი?
შესაძლებელია სიამოვნება მიიღო სხვებისთვის, ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიუყენებლად?
ერთი შეხედვით, თითქოს მარტივ კითხვებზე ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ და ვიმოქმედეთ.
დავამუშავეთ, თანამედროვეობის გამორჩეული მოაზროვნის, განათლების ექსპერტის ბ-ნ. გიგი თევზაძის ფასდაუდებელი, უნიკალური სახელმძღვანელო „საბოლოო ფილოსოფია“ და გაჩნდა სიამოვნების ხე, სიამოვნების ჯაჭვი, დებატები და ახალი სტრატეგიები, თვითრეფლექსია. ქ-ნ.ცირა ბარბაქაძე, (მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU ა(ა)იპ რიტორიკის სკოლის აღმასრულებელი დირექტორი) გმადლობთ შთამბეჭდავად მოწოდებული, ინოვაციებისთვის, გამოწვევებისთვის და მოტივაციისთვის“,- წერს სკოლის დირექცია.