სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეების აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს“- ბაღდათში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური გაიმართა
25-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ბაღდათელი მოსწავლეებისთვის  ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ბაღდათის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

მერაბ ფურცელაძე, ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ბრწყინვალე პროექტია. ეს კონკურსი ბავშვების მობილიზებას და აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენს სკოლას „ეტალონთან“ უკვე წლები აკავშირებს და ძალიან გვიხარია. განათლების მხრივ აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან მოსწავლეებს სწორად აყალიბებს, უვითარებს აზროვნებას და მეტ მოტივაციას სძენს. მინდა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, რადგან „ეტალონი“ ნამდვილად ღირსეული პროექტია.

გრიშა გიგაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლის მონაწილეობით პირადად მე კმაყოფილი ვარ. ჩემპიონატში მოცემული კითხვები ძალიან მომწონს, რადგან თითოეული შეკითხვა ისეა შერჩეული, რომ მოსწავლისგან ღრმა ცოდნას მოითხოვს.  ვთვლი, რომ ცოდნის გაღრმავების გარდა, ეს კონკურსი მოსწავლეს სწრაფად აზროვნების უნარს უვითარებს.

ტარიელ სირბილაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

აღნიშნული ჩემპიონატი ვფიქრობ მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ბავშვები დიდი ხალისითა და აქტიურობით მონაწილეობენ. პირადად მე ძალიან მომწონს, რომ თითოეულ საკითხზე მცირე დროა გამოყოფილი, რაც ბავშვისგან მაქსიმალურ კონცენტრაციასა და სწრაფად აზროვნების უნარების გამოვლენას მოითხოვს. კონკურსში მოცემული საკითხებიც ვფიქრობ ძალიან კარგად არის შერჩეული. „ეტალონი“ სკოლებს ეხმარება, რომ ბავშვებში ცოდნა და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ჩვენი სკოლა „ეტალონში“ მონაწილეობით ძალიან კმაყოფილები ვართ.

ნაილი მესხი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით კმაყოფილები ვართ. ამ ჩემპიონატით მოსწავლეებს ნამდვილად ეზრდებათ მოტივაცია. ეს კონკურსი 21-ე საუკუნის გამოწვევებს პასუხობს და ბავშვებს ეხმარება, არსებული გამოწვევები დაძლიონ. მოსწავლეებისთვის ჩემპიონატში მონაწილეობა და წარმატება მნიშვნელოვანია, რადგან მათ მომავალ წინსვლას განსაკუთრებულად ეხმარება. „ეტალონით“ მეც და ჩვენი ბავშვებიც კმაყოფილები ვართ და მინდა მოსწავლეებსაც და სკოლებსაც წარმატებები ვუსურვო.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება