მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
19 ნოემბერს, თბილისის N141 საჯარო სკოლაში „ასტრიდობა“ გაიმართა. პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ჯალაღონია ხელმძღვანელობდა.
პროექტის პრეზენტაციას, დირექციასთან და კათედრის წევრებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, „ქოუჩი“ მაია ბოჭორიშვილი ესწრებოდა.
„შვედი მწერალი, მსოფლიომ „საბავშვო ლიტერატურის დედად“ აღიარა და ეს წოდება მას დღემდე არ დაუკარგავს! ჩვენ გვიყვარს ასტრიდ ლინდგრენი და მისი ჯადოსნური სამყარო!
მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერლის ცხოვრება, მისი საბავშვო შემოქმედება. ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად წარმოადგინეს და განასახიერეს ასტრიდის ნაწარმოებებიდან პერსონაჟები.
დასასრულს კი, დირექციის გადაწყვეტილებით, ყველა მონაწილე „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
14 ნოემბერი ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. შვედი მწერალი 1907 წელს დაიბადა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში