მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N71 საჯარო სკოლაში მორიგი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. მანდატურის სამსახურის ინიციატივით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, დისკრიმინაციისა და ტოლერანტობის თემებზე, ცნობიერების ასამაღლებელი, საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
შეხვედრების შემდეგ, მოსწავლეებმა თანასწორობის იდეის მხარდასაჭერად, პოსტერები შექმნეს და მათი პრეზენტაცია გამართეს.
დასკვნით ღონისძიებას, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის დირექცია და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
„ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოსწავლეებმა გაანალიზეს სტერეოტიპული მიდგომებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების უარყოფითი შედეგები და უკეთ შეძლეს თანასწორობის, როგორც ღირებულების დაცვისა და ქცევებში ასახვის მნიშვნელობის გააზრება. თანასწორობის კვირეული ხორციელდება ევროპის საბჭოს, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ კამპანიას - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში