მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა. ინფიცირების მაჩვენებელი 4 ათასს აჭარბებს, ბევრია გარდაცვალების შემთხვევაც. ამ ფონზე ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები პერიოდულად იხურება. ბოლო მონაცემებით, თბილისში 75 საბავშო ბაღია დაკეტილი, თუმცა etaloni.ge-ს ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრმა მშობელმა მიმართა კითხვით, იკეტება თუ არა 1 დეკემბრიდან ყველა ბაღი?
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე არ გაჟღერებულა, etaloni.ge-მ კითხვით მიმართა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს. როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, 1 დეკემბრიდან ბაღების დახურვის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება არ არსებობს, და ზოგადად, „ასეთი საკითხები საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება“; შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვების შესახებ, სწორედ სხდომაზე მიიღება. ამ ეტაპზე კი მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს