მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის დამრიგებელმა, ლამარა შავაძემ მოსწავლეებს, მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში ექსკურსია მოუწყო, სადაც ქართველი ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.
მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე იყო.
ექსკურსიაზე მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობები დაეხმარა მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაახლოებას, ხელი შეუწყო სწავლის მოტივაციას. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა დამრიგებლის ორგანიზებით მოწყობილი ექსკურსია.
„კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. უფრო მეტიც – ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას, სწორედ ამ უნარების გამომუშავებას ემსახურებოდა ჩვენი ექსკურსია სახლ-მუზეუმში“, - აღნიშნა მასწავლებელმა ლამარა შავაძემ.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა