TOP ნიუსი
სიახლეები
ეტალონი

„სასკოლო მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის „ეტალონი“ მნიშვნელოვანი მოვლენაა“ - ხულოში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური დასრულდა
26-11-2021
-
+


​საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხულოელი მოსწავლეებისთვის  ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხულოს სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

არკადი ართმელაძე, დაბა ხულოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, რომ ​საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია, რასაც მათი აქტიური ჩართულობა მოწმობს. კონკურსში მონაწილეობით მათ სწავლისადმი უდიდესი სტიმული ეძლევათ და ასევე, შესაძლებლობა უჩნდებათ საკუთარი ცოდნა თუ სხვა უნარ-ჩვევები მაქსიმალურად გამოავლინონ.

ზურაბ რიჟვაძე, რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეების ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით მე პირადად კმაყოფილი ვარ და მინდა ყველა მათგანს წარმატებები ვუსურვო, წინ გამარჯვებისაკენ! მიმაჩნია, რომ „ეტალონის“ ეს ინტელექტუალური კონკურსი მოსწავლეების ცოდნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და რაც უფრო აქტიურად იასპარეზებენ მათი მომავლისთვის მით უფრო კარგი იქნება. ჩემთვის გულწრფელად სასიხარულო ფაქტია, რომ ბავშვები კონკურსისადმი უდიდეს დაინტერესებას გამოხატავენ.

მალხაზ მახარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ მოსწავლეებს წინსვლასა და სწავლისადმი სტიმულის მიცემაში ძალიან ეხმარება, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ბავშვები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი, რაც პირადად მე ნამდვილად მიხარია. ვფიქრობ, ეს პროექტი აუცილებლად დიდხანს უნდა გაგრძელდეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ მომავალ თაობას ასე ენერგიულად უდგას გვერდში და ეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. „ეტალონი“ ჩვენი ბავშვებისთვის დიდი სტიმულია, რადგან იღებენ დიდ გამოცდილებას. დღევანდელ დროში მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ცხოვრებას მოერგონ მოსწავლეები, სწორედ ამაში კი „ეტალონი“ მათ ნამდვილად ეხმარება.

არჩილ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონს“ უკვე მრავალი წელია ვგულშემატკივრობ და ჩემი სკოლა ყოველ წელს აქტიურად ვართ ჩართულები. შედეგებითაც ნამდვილად კმაყოფილები ვართ, რადგან მუდამ საპრიზო ადგილებს ვიკავებთ. გუშინაც გაოცებული დავრჩი, როდესაც ჩემი მოსწავლეების წარმატების შესახებ შევიტყვე, რვა ბავშვი გადავიდა შემდგომ ეტაპზე და ჩემთვის ამის გაგება ძალიან ემოციური იყო. ეს კონკურსი მოსწავლეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს უვითარებს და უფრო მოტივირებულს ხდის. ბავშვი, რომელიც ამ პროექტში არ მონაწილეობს და ხედავს, სხვა რამხელა წარმატებებს აღწევს, უჩნდება სურვილი რომ ისწავლოს და მონაწილეობა მანაც მიიღოს. „ეტალონი“ უაღრესად ეროვნული პროექტია და პირადად მე ყოველთვის მივესალმები. 

არჩილ ხალვაში, სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობით ჩვენ, პედაგოგებიც და მოსწავლეებიც ყველანი კმაყოფილები ვართ. ბავშვებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს და ჩემპიონატში აქტიურად ჩაერთნენ. პირადად მე ისიც მომეწონა, რომ მონაწილეებმა დიპლომები დაიმსახურეს და ამით კიდევ უფრო დაიმუხტნენ საიმისოდ, რომ უფრო მეტი მონდომებით ისწავლონ. ჩემი მოსწავლეების სახელით მსურს „ეტალონს“ დიდი მადლობა გადავუხადო და განსაკუთრებით მადლიერებას ბატონი გოჩა ტყეშელაშვილისადმი გამოვხატავ, რომ სკოლებს მუდამ გვერდში გვიდგას და აქტიური სასკოლო ცხოვრებისთვის იღწვის.

ავთანდილ მახარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი პროექტია და შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა გამოსცადონ. მინდა ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლეების მონაწილეობით კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ დაინტერესება გამოხატეს. მათი სასკოლო მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის „ეტალონი“ მნიშვნელოვანი მოვლენაა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება