ბათუმის N20 საჯარო სკოლის დირექტორი თეა დავითაძე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
26-11-2021
დაკოპირებულია
-
+
ბათუმის N20 საჯარო სკოლის დირექტორი თეა დავითაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა შეხვედრა, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და ასევე დირექტორებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის ფარგლებში სკოლების ხელმძღვანელები არსებული გამოწვევების ეფექტურად დაძლევისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის - მაია ხაჯიშვილის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საგანმანათლებლო სფეროს უმნიშვნელოვანეს როლსა და დანიშნულებაზე, დღეს არსებულ ვითარებასა და იმ პრევენციულ ღონისძიებებზე ვისაუბრეთ, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს სასკოლო ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა. მთავრობის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადეს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეში გაწეული ღვაწლისათვის. თითოეული სკოლა კოვიდპანდემიის პირობებში სასწავლო პროცესში არსებული გამოწვევების ეფექტურად დაძლევისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს „მადლობის სიგელებით“ დაჯილდოვდა. უღრმესი მადლობა ქალბატონ მაია ხაჯიშვილს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაფასებისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.