ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განახორციელეს
26-11-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებსა და პროექტებში აქტიურად არიან ჩართულები.
ამჯერად, სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის“, ფარგლებში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს.
„მე-9ა კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი - ი. ყურაშვილი) აქტიურად არიან ჩართული სასკოლო პროექტში - „ჯანსაღი ცხოვრების წესი". ოქტომბრის თვეში სკოლის ეზოში დაირგო „ტუიას“, ნერგები,19 ნოემბერს კი ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „თამბაქო და მისი მავნებლობა“. ჯგუფებს საინტერესოდ, სხვადასხვა კუთხით ჰქონდათ წარმოდგენილი, რა მავნე ნივთიერებებისგან შედგება თამბაქო, რა ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს, რა დაავადებებს იწვევს და სხვა. დამსწრე პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ძალიან ბევრი, საინტერესო და ახალი ინფორმაცია მიიღეს თამბაქოს შესახებ. კლასი, მთელი წლის მანძილზე, აქტიურად იქნება ჩართული პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.