სიახლეები
პიროვნება

„3-5 წელიწადში პროფესიული გადამზადება და საგნის გამოცდის ჩაბარება აუცილებლად მიმაჩნია“- ჭაბუკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა არაბული
26-11-2021
-
+


რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა არაბული საუბრობს. 

- სკოლაში იგრძნობა. . .

- ერთმანეთის მონატრება, სითბო და სიყვარული. პანდემიისგან დაშორებული სასკოლო საზოგადოება თითქოს თავიდან იწყებს ურთიერთობას. დისტანციურმა სწავლებამ დაახლოვა მშობელი სასწავლო გარემოსთან.

- მოსწავლეს სურს. . .

- მეტი სასწავლო - სააღმზრდელო სასკოლო და არასასკოლო აქტივობებში ჩართვა. მოსწონთ გასვლითი გაკვეთილები, თუმცა იმ ხარისხით და სიხშირით ვერ ვატარებთ პანდემიის გამო.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- უბავშვებო და დადუმებული სკოლები. ძნელია, როდესაც მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, არ აქვს ოჯახს ტექნიკური საშუალებები. გვყავს ოჯახები სადაც ხუთი მოსწავლეა და ერთი კომპიუტერი აქვთ. ინტერნეტიც ნელია, ხშირად გვაგდებს „თიმსიდან“.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- თავგანწირვას, ნიშნავს მუდმივად მოზიდული მშვილდის პოზიციაში ყოფნას, ყველაფერთან და ყველასთან საქმიან გააზრებულ ურთიერთობას, კანონისა და უფლება მოვალეობების ბოლომდე გააზრებას ევროსტანდარტების შესაბამისად.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- სასკოლო ინფრასტრუქტურას სრულყოფილი ტექნიკური და ლაბორატორიულ აღჭურვილობას, სრულად განახორციელოს და პარალელურად მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს, რომელთაც შრომითი ანაზღაურება ევროსტანდარტის შესაბამისად იქნება.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- ღირსების აღდგენა და სტატუსის შესაბამისი შრომითი ანაზღაურება, რათა სხვა საქმიანობით აღარ იყოს დაკავებული და მოსწავლეებისათვის დაიხარჯოს ბოლომდე. 3-5 წელში პროფესიული გადამზადება და საგნის გამოცდის ჩაბარება აუცილებლად მიმაჩნია.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .  

- რელიგიას, ისტორიას და ასტრონომიას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება