სიახლეები
სკოლები

ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთ-ერთი ძველი რიტუალი გააცოცხლეს
26-11-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში მოსწავლეებმა ამჯერად ერთ-ერთი ძველი და ამავდროულად ძალიან საინტერესო რიტუალი გააცოცხლეს, რომლის შესახებაც სკოლის დირექტორის მ/შ-მ კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე - გოგსაძემ მეტად საინტერესოდ ისაუბრა:

„მიუხედავად მოსწავლეთა სიმცირისა ველევის საჯარო სკოლაში შესაძლებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს გამომეტყველებითი კითხვის წრე (წრის ხელმძღვანელი ეკატერინე ჭიჭინაძე); ხდება შემორჩენილი ფოლკლორული მასალების შეგროვება და დამუშავება, ტრადიციების შესწავლა, საწესჩვეულებო რიტუალების აღდგენა. უკვე ტრადიციად იქცა  შემოდგომის გიორგობისათვის  ფოლკლორის საღამოს მოწყობა. თურმე, ძველად ასეთი წესი ყოფილა, გიორგობისათვის  მოსახლეობას საშემოდგომო მომთავრებული უნდა ჰქონოდა და ზამთრისთვისაც მზად ყოფილიყვნენ, კერძოდ, ქალებს წინდები მოქსოვილი უნდა ქონოდათ. შემოდგომის გაცილებასა და ზამთრისათვის მზაობას გარკვეული რიტუალით აღნიშნავდნენ, ახლად მოქსოვილი წინდებით ფერხულს აბამდნენ და ლხინობდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ახალი წინდები ექნებოდა. წინაპართა ტრადიციისამებრ, შემოდგომის მიწურულს ვატარებთ ფოლკლორის საღამოს, მოგვაქვს ხილი, კეთდება ფელამუში, ვავლებთ ჩურჩხელებს, ეწყობა სუფრა და მასწავლებლები, მოსწავლეები და სასკოლო საზოგადოება ერთად ვაცილებთ შემოდგომას. მაგრამ წელს, პანდემიიდან გამომდინარე, მხოლოდ ხილით გაწყობილი სუფრით შემოვიფარგლეთ. მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი და ერთმანეთს სოფელში შეგროვებული ენის გასატეხების თქმაში შეეჯიბრენ, ყველას დავით ნეფარიძემ აჯობა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშიც ონლაინ პრეზენტაციაზეც ის წარდგება. ლიზი გოგსაძემ თავისი კომპლექსური დავალებები წარმოგვიდგინა ქართულსა და ისტორიაში (მასწავლებლები - ირმა და თეონა მაცაბერიძეები), დავით ნეფარიძემ  ხელოვნებაში მომზადებული დავალება - „ჩემი სოფელი“ წარმოადგინა (მასწავლებელი : ე. ჭიჭინაძე), მესამე კლასელმა ნიკოლოზ გოგსაძემ ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე წარმოადგინა თავის დამზადებული  სლაიდ - შოუ (მასწავლებელი - თეონა მაცაბერიძე), შემდეგ წაიკითხეს ლექსები, მოახდინეს საკუთარი ხელით დამზადებული ნიღბებით „მგელი და კრავისა“ და „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ ინსცენირება, ბოლოს კი ლიზი გოგსაძემ დაგვატკბო თავისი წკრიალა ხმით შესრულებული სიმღერებით (მასწავლებელი - ლენა გოგსაძე). ასე და ამრიგად, დამრიგებლებთან ერთად (ლალი ბიბილაშვილი, ირმა მაცაბერიძე, იოსებ გოგსაძე) მოვახდინეთ რიტუალის გაცოცხლება ახალ ფორმატში. ღონისძიების მომზადებისას მოსწავლეებში ბევრი საყურადღებო უნარი აღმოვაჩინეთ და ცოდნის არაფორმალური სწავლების გზით მიღების დადებითი შედეგი დავინახეთ. მოსწონთ არატრადიციული სწავლება“, - აღნიშნავს, დირექტორი კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე - გოგსაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
25 თებერვალი - თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა - 104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები ცნობილია

მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვლამდე შეწყვეტილი იქნება - დეტალები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

თბილისის N212 საჯარო სკოლის საცეკვაო ანსამბლ „შინდისმა“ ბორჯომიში გამართულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა 

არაქალის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება