სიახლეები
სიახლეები

„ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო... ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურადაა“ - ეკა დგებუაძე
26-11-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ სასკოლო პროცესებში მშობელთა ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის დანრეგვაზე ისაუბრა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ელექტრონულ ჟურნალს დღემდე აქვს ხარვეზები და მას უფრო მეტი „ხარისხის მინიჭება“ სჭირდება. „მშობელთა ჩართულობა ყოველთვის არის გამოწვევა, თუმცა მიგვაჩნია, რომ პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადავდგით. მშობლის სწორი ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია შვილთან მიმართებაში, რათა მას მუდმივად ჰქონდეს ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯი რაც გადაიდგა, ეს არის ელექტრონული ჟურნალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მშობელმა sms-ს სახით ან ონლაინ პორტალის საშუალებით მიიღოს შვილზე ინფორმაცია.

ელექტრონულ ჟურნალთან ბევრი გამოწვევა არსებობს, მე არ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. ჩვენც გარდამავალ პერიოდში ვართ, როდესაც სისტემას სჭირდება უფრო მეტი ხარისხის მინიჭება. თუმცა ეს ნაბიჯი იყო გადასადგმელი, რას ვგულისხმობ - 2021 წლის სექტემბრიდან ელექტრონული ჟურნალი სკოლებისთვის გახდა სავალდებულო. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ, ასე, არ გავიღვიძეთ და არ ვუთხარით [სკოლებს], რომ ხვალ თქვენთვის სავალდებულოა ელექტრონული ჟურნალი. შარშან საპილოტე რეჟიმში, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, რა გამოწვევები იყო.

ზაფხულში ელექტრონულ ჟურნალზე მომუშავე პროვაიდერმა კომპანიამ, მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეძლო ხარვეზების ნაწილის გამოსწორება და სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ უფრო მეტად სჭირდება ამ პროცესს განვითარება“,- აღნიშნა ეკა დგებუაძემ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება