სიახლეები
ეტალონი

„მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლის გამარჯვება ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია“- „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
26-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დღითიდღე უფრო მეტი მოსწავლის მოტივაციის წყარო ხდება. პროექტში მონაწილეობა უკვე ტრადიციად იქცა. მიუხედავად პანდემიისა, კონკურსი მაინც გრძელდება და დისტანციურად ტარდება. ამჯერად, ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში ჩოხატაურელი მოსწავლეებისთვის გაიმართა. კონკურსის შედეგად „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ჩოხატაურელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

Etaloni.ge „ეტალონ მოსწავლეს“, მისი სკოლის დირექტორს, პედაგოგს, რესურსცენტრის უფროსს, ჩოხატაურის მერსა და მერიის წარმომადგენელს ესაუბრა, რათა აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათი აზრი მოგვესმინა.

ნინო ჯინჭარაძე - „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ საკუთარი თავის შესამოწმებლად ვმონაწილეობდი. კონკურსის წინ განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ.  „ეტალონში“ მონაწილეობა მესამედ მივიღე. გამარჯვებამდე ჩემი თავის იმედია არ მქონდა, ახლა კი ეს შეიცვალა და საკუთარი თავის იმედი მეტად მაქვს. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ მოსწავლეთა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ გამოცდილებას იღებ და განვითარებაში გეხმარება.

დავით შარაშიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი:

ნინო ჯინჭარაძეს „ეტალონში“ ამ დიდ წარმატებას მივულოცავ და სამომავლოდ, წინსვლასა და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. რაც შეეხება „ეტალონს“, ის და მისი დამფუძნებელი გოჩა ტყეშელაშვილი ძალიან საინტერესო საქმეს ემსახურებიან. ეს პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ისეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს ავლენს, რომელთაც შეუძლიათ, რომ ცხოვრებაში გზა გაიკვალონ. წარმატებას ვუსურვებ როგორც „ეტალონის“ ყველა მონაწილეს, ასევე ამ პროექტის შემქმნელებს.

შორენა სიხარულიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები. ზოგადად, ეს პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჯერად, პირველი ადგილი კოხნარის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჯინჭარაძემ დაიკავა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, რადგან ეს სოფელი ცენტრიდან მოშორებული და მცირეკონტინგენტიანია. ასეთი სკოლის მოსწავლის გამარჯვება კი ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ის ფინალშიც ღირსეულად წარსდგება. გვაქვს სურვილი, რომ საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ.

იამზე ვაჩეიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი:

როგორც ყოველთვის, წელსაც „ ეტალონის“ ღონისძიებაში აქტიურად იყვენენ ჩართული ჩოხატაურის სკოლები.  ვფიქრობ, „ეტალონი“ ის საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს, რათა უფრო მეტი ნაბიჯი გადადგან წარმატებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების როლი საქართველოს მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელებს. ვულოცავ ნინოს ამ დიდ წარმატებას და ფინალურ ტურში წარმატებას ვუსურვებ.


ნანა ახალაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი ამ პროექტთან წლებია, რაც ვთანამშრომლობთ. რამდენიმე წლის წინ მუნიციპალიტეტში მეორე ადგილი ავიღეთ, წელს კი პირველი ადგილის მფლობელები გავხდით, რაც ძალიან გვიხარია. განსაკუთრებით სასიხარულოა პანდემიის პირობებში, როდესაც სკოლაში სხვადასხვა აქტივობას მოკლებული ვართ და ღონისძიებების ჩატარება შეზღუდულია. მოსწავლეებისთვის ამ ონლაინ ჩემპიონატმა გაამართლა და მასში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. რაც შეეხება ჩვენს გამარჯვებულს, ნინო ჯინჭარაძეს, ის ძალიან კარგი, ყოჩაღი და აქტიური გოგონაა. სხვა კონკურსებშიც წარმატებით ასპარეზობს. სიმართლე რომ გითხრათ, პირველ ადგილს ნაკლებად ველოდი, თუმცა არა იმიტომ, რომ ნინოს იმედი არ მქონდა, არამედ რთულია ონლაინ მუშაობა. მართალია, მოსწავლე თავისთვის ზის და შესაძლოა, მეტად მობილიზებულიც იყოს, მაგრამ მაინც დაიბნეს. მისი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო და უზომოდ გაგვახარა. კონკურსებში მონაწილეობით მოსწავლეები ისეთ უნარებს ეუფლებიან, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ და გარდა ამისა, ბავშვისთვის საკუთარი თავში დარწმუნების კარგი საშუალებაა.

ბელა ქემოკლიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის პედაგოგი:

რამდენიმე წელია, რაც „ეტალონის“ ჩვენს სკოლაში ჩატარებას ვხელმძღვანელობ. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. ბავშვები ხალისით ერთვებიან და თითქმის, ყველა მოსწავლეს უნდა ხოლმე, რომ მონაწილეობა მიიღოს. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და მონაწილეობის სურვილს ბევრი გამოთქვამს. „ეტალონი“ ახალგაზრდების ზოგად განათლებასა და განვითარებას ხელს უწყობს. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი ონლაინ მიმდინარეობდა, მონაწილეობის სურვილი მაინც ბევრს ჰქონდა. ჩვენი სკოლისთვის ნინოს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. სიმართლე გითხრათ, ველოდი კიდეც მის გამარჯვებას, რადგან საკმაოდ ბეჯითი, შრომისუნარიანი და მოტივირებული ბავშვია. ჩვენთვის ნინოს წარმატება გასაკვირი არ იყო. რაც მთავარია, ბავშვმა იმ ცოდნისა და უნარების წარმოჩენა შეძლო, რომლებიც მასში ჩვენი სკოლის პედაგოგებმა ჩადეს. ამისთვის კი მინდა, რომ თავად ნინოს მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობას ვუხდი „ეტალონს“ რომ მას საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა. მადლობა ბატონ გოჩას ამ პროექტის ასე კარგად ორგანიზებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება