მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების სამინისტრო სკოლის ლიდერობის კონცეფციაზე მუშაობს - ეს მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე. დგებუაძემ ასევე დასძინა, რომ მინისტრის ბრძანებით, შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, სადაც ჩართულები არიან განათლების კომიტეტის წარმომდგებელიც.
„ჩვენ ვამუშავებთ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც სკოლა უნდა დავინახოთ მთლიანად და არა მარტო მასწავლებელი, მოსწავლე ან დირექტორი... სამუშაო ვარიანტი უკვე გადაგზავნილია ჯგუფის წევრებთან, სკოლის დირექტორებთან, მასწავლებლებთან, სსიპ-ების წარმომადგენლებთან და მათთან შეთანხმებით ხდება სისტემის დამუშავება, რომელიც იმედი მაქვს, წლის ბოლოს დასრულდება“, -განაცხადა მინისტრის მოადგილემ და ასევე, ყურადღება გაამახვილა დირექტორის როლზე სკოლაში, რაც მხოლოდ კომუნალურების გადახდითა და მშობლებთან კომუნკაციით არ უნდა შემოიფარგლებოდეს:
„არსებული მოდელით, დირექტორის ფუნქცია მართალია არის სკოლის მართვა, მაგრამ ჩვენი გამოცდილებით, ისინი ძირითადად დაკავებულები არიან ტექნიკური საქმიანობით; არადა მნიშნელოვანია სკოლის დონეზე მოხდეს მასწავლებლების განვითარება, მხარდაჭერა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი არის სკოლის დირექტორი; ამიტომ გვაქვს სურვილი მეტად განვითარდეს... დირექტორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ეხმარება [მასწავლებელს] არა მხოლოდ ტექნიკური კუთხით, მშობელთან კომუნიკაციაში, მოსწავლეების ჩარიცხვისა თუ კომუნალურების გადახდის ნაწილში, არამედ სრულად იყოს მხარდამჭერი იმ პროცესების, რომელიც მიმდინარეობს სკოლის წიაღში“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.