მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის დირექტორთა გამოცდები გაურკვეველი ვადით გადაიდო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, სკოლის ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილი გამოცდა აუცილებლად ჩატარდება, თუმცა, როდის - უწყებას პასუხი არ აქვს. ასევე მიუწვდომელია ვებგვერდი https://directors.mes.gov.ge, რომელზეც საჯარო სკოლების დირექტორების სერტიფიცირების საგამოცდო პროგრამა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო განთავსებული.
დღეის მდგომარეობით სკოლებში საპენსიო ასაკს მიღწეული ათასობით პედაგოგი მუშაობს, მათ შორის არიან დირექტორებიც, რომლებიც პენსიის პარალელურად ხელფასს იღებენ, თუმცა ისინი კანონს არ არღვევენ, მათ მუშაობის სრული უფლება აქვთ, თუმცა ბუნდოვანია ჩანაწერი კანონში, რომელიც საშუალებას აძლევს სამინისტროს, რომ დირექტორი ასაკის გამო გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
„საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება აგრეთვე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპენსიო ასაკის მიღწევისას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული და არჩეული დირექტორებისათვის არ შეიძლება არსებობდეს განსხვავება საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების (მათ შორის, დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების) შეწყვეტის საფუძვლებსა და წესებში“, - წერია კანონში.
იხილეთ ასევე: ხელფასთან ერთად პენსიას 11 923 მასწავლებელი იღებს - ოფიციალური სტატისტიკა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.