მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
აღნიშნული აქტივობა პროექტის - Shes Great, ფარგლებში ჩატარდა. როგორც სამოქალაქო განათლები პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი აღნიშნავს, მოსწავლეებმა პოსტერების შექმნა ისწავლეს.
მოსწავლეებმა პოსტერები გენდერულ თემაზე თავიანთი ხელით შექმნეს და ამობეჭდეს.
ლამზირა ოსეფაშვილი სკოლის დირექტორის ინგა მიქელაძის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, დირექტორი მოსწავლეთა განვითრებისთვის ყველაფერს აკეთებს.
„სკოლაში პროექტ Shes Great-ის ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგი ტექნოლოგიის გამოყენებით. ტექნოლოგიების დარგში ბატონმა თემურ სუყაშვილმა გააცნო მოსწავლეებს ინოვაციური მეთოდები: პოსტერების შექმნა და ფერადი პრინტერის საშუალებით ამობეჭდვა.
მოსწავლეებს მიეცათ ინდივიდუალური პრაქტიკული სამუშაო, შექმნეს პოსტერები გენდერულ თემებზე, ამოაპრინტერეს საკუთარი ნაშრომი და ფრიად გაიხარეს.
პანდემიის პერიოდში განხორციელებული აქტივობები მეტად ახალისებს მოსწავლეებს, მიეცათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიების დაუფლების ერთ- ერთ საშუალებას წარმოადგენს.
არა მარტო საჭირო, არამედ აუცილებელია პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება, არაფორმალური განათლების მიღება არაფორმალურ გარემოში, რომელიც იქნება კავშირში თანამედეროვეობასთან, ეს არის ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევა. მდგრადი განვითარებისთვის დამახასიათებელია დააკმაყოფილოს დღევანდელი თაობის მოთხოვნილება ისე, რომ არ შეზღუდო მომავალი თაობის სურვილის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, დაზოგო და გაუფრთხილდე რესურსებს, გამოიყენო მიზნობრივად, რომ დღეს ნასწავლი არ დარჩეს კლასში და განახორციელო პრაქტიკულად, მოახდინო ცოდნის ტრანსფერი.
სწავლობ, ასწავლი, ახალისებ, ხალისდები, საჭირო და საინტერესო ხდები, ამაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი. დღეს მეტად გონიერი თაობა გვყავს, მათ ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილება სჭირდება. დაუშვებელია, დღეის ცოდნას დასჯერდე, აუცილებელია, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა.
შესაძლებელია ყველა მეთორმეტეკლასელი უმაღლესში არ აბარებდეს, მაგრამ სამოქალაქო შეგნება უმაღლესი ჰქონდეს, იმ ცონით და უნარებით აღიჭურვოს, რაც ცხოვრებაში გამოადგება, შეძლოს ლავირება, იყოს აქტიური ტოლერანტი, თავაზიანი მოქალაქე, გამოადგეს ოჯახს, თემს და წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარების პროცესში. სკოლის დირექტორი ქალბატონი ინგა მიქელაძე დაინტერესებულია მოსწავლეთა გააქტიურებით, სხვადასხვა სოციალურ პროექტებშიში ჩართულობით, რაც სკოლის ავტორიტეტს ზრდის.
ვეთანხმები გამონათქვამს: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა,“ ეს ერთმნიშვნელოვნად ეხება როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს.
ერთწლიანი პროექტი თითქმის დასასრულს უახლოვდება, რჩება პროექტის ბოლო განსახორციელებელი აქტივობები, შეჯამება, ფინალი“,- წერს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც