სიახლეები
სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკი ბავშვებისთვის ქართული ფულის თემაზე ხატვის ღია კონკურსს აცხადებს
13-02-2018
-
+


„ფინანსური განათლების წლისა“ და „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით, ქართული ფულის თემაზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხატვის ღია კონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“.

ხატვის კონკურსის მიზანია ბავშვები და მოზარდები დააფიქროს ქართული ფულის ისტორიის, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ, და მისცეს მათ საშუალება ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული კონკურსი სრულად ეხმიანება „გლობალური ფულის კვირეულის“ 2018 წლის გზავნილს: „ფულთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია“ (Money Matters Matter).

ხატვის კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით II–VII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა დახატონ მიმოქცევაში არსებული რომელიმე ნომინალის ქართული ბანკნოტი ან მონეტა, არსებული ან საკუთარი ფანტაზიით შექმნილი დიზაინით, და საკუთარი ნამუშევრები არაუგვიანეს 28 თებერვლისა წარუდგინონ სკოლის ადმინისტრაციას.

ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 20 ნამუშევარი ეროვნული ბანკის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდება. ნამუშევრები დაიბეჭდება ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში და გამოიფინება ეროვნული ბანკის ფოიეში. გარდა ამისა, გამარჯვებულ ახალგაზრდებს ეროვნული ბანკი ყვარლის ფულის მუზეუმში ექსკურსიაზე უმასპინძლებს, სადაც ბავშვები გაეცნობიან ფულის ისტორიას, მოისმენენ საინტერესო ლექციას ფინანსური განათლების შესახებ და მიიღებენ სიმბოლურ საჩუქრებს.

„ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგში ახალგაზრდების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშაონ ფინანსურად ჯანსაღი ჩვევები და დამოკიდებულები, ისწავლონ კრიტიკული აზროვნება და შეკითხვების დასმა. ხატვის კონკურსის ფარგლებში, ჩვენი მიზანია ახალგაზრდები დავაფიქროთ ფინანსურ საკითხებზე და წავახალისოთ ხელოვნების გზით წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება როგორც ქართული ფულის, ისე ზოგადად, ფულის როლსთან და მნიშვნელობასთან მიმართებაში. ახალგაზრდა მხატვრებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ შემოქმედობითობა და ფანტაზიის უნარი, შეისწავლონ მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები და მონეტები, და აჩვენონ საქართველოს, თუ როგორი იქნებოდა ქართული ფული ისინი რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტები იყვნენ. ვფიქრობთ, ბავშვების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები ეროვნული ბანკისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა ქართული ფულის განვითარებისა და დახვეწის პროცესში“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ: https://www.nbg.gov.ge


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

პატარებმა, დამრიგებლის - მაკა ტალახაძის ხელმძღვანელობით, დედისის დღე აღნიშნეს
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება