TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს -1 დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში...
29-11-2021
-
+



ბოლო ორი დღეა, საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის მესიჯებს უგზავნის.1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა უნდა ამოქმედდეს და ამიტომ, ოფიციალური შეტყობინებებში განმარტებულია, თუ სად დასჭირდებათ დოკუმენტის წარდგენა:

„ძვირფასო მოქალაქეებო, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, „მწვანე პასპორტის“ წარდგენა აუცილებელი იქნება სხვადასხვა ტიპის ობიექტებში. აზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო არ იქნება. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე 15-22 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს - PROVAX.GE“, - აღნიშნულია sms-შეტყობინებაში.

მეორე გზავნილი კი 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს ეხება, რომლებსაც მოუწოდებენ ვაქცინაციაში ჩართვისკენ და აღნიშნულ ასაკობრივ სეგმენტს მიკუთვნებული პირები, პირველივე აცრის შემდეგ 200 ლარს მიიღებენ:

„60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებიც 31 დეკემბრამდე აიცრებიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით, მიიღებენ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს. მიმართეთ ვაქცინაციის პუნქტებს, წინასწარი რეგისტრაციისთვის დარეკეთ 15-22 ან ეწვიეთ booking.moh.gov.ge“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება