სიახლეები
საინტერესო

რა გავლენა აქვს მოსწავლეთა თვითმმართველობას და იყენებენ თუ არა მინიჭებულ უფლებებს მოსწავლეები?
12-12-2021
-
+


მოსწავლეთა თვითმმართველობა არის სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო. ის წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს ისევე, როგორც  პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დირექცია და დისციპლინური კომიტეტი. აუცილებელია, რომ სამეურვეო საბჭოს ერთი წევრი იყოს საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი, თუმცა მოსწავლეზე ვრცელდება მხოლოდ ერთი შეზღუდვა - ის არ შეიძლება აირჩიონ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.

როგორ ხდება მოსწავლეთა თვითმმართველობის შექმნა?

საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობები. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით, მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.

მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

რისი უფლება აქვს მოსწავლეთა თვითმმართველობას?

მოსწავლეთა თვითმმართველობა:

  • შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ
  • უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით
  • ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში
  • სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში
  • წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.

გამოდის, რომ შინაგანაწესის შექმნაში ჩართულნი უნდა იყვნენ მოსწავლეებიც. ასევე მათ აქვთ უფლება, შექმნან ბავშვებისთვის საინტერესო კლუბები, სამეურვეო საბჭოს წევრმა მოსწავლემ კი თვითმმართველობის წევრების ხმა და მოსწავლეთა საჭიროებები უნდა მიიტანოს ადრესატამდე. რაც მთავარია, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება