სიახლეები
სკოლები

ნორიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი ქოპილაშვილი და ლიზი შუბაშიშვილი ესეების კონკურსის მერე ტურში გადავიდნენ
30-11-2021
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის მოსწავლეები არაერთ კონკურსსა თუ ღონისძიებაში დიდი ინტერესითა და ამასთანავე წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის ორი მოსწავლის - გიორგი ქოპილაშვილისა და ლიზი შუბაშიშვილის ნამუშევრები კონკურსის მეორე ტურში წარმატებით გადავიდა.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის გამოაცხადა ესეების კონკურსი, სახელწოდებით - „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“. კონკურსის ფარგლებში VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ესეები, რომლებშიც გადმოსცეს თავიანთი მოსაზრებები, როგორ ესმით ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა, როგორ უნდა დაიცვას მოსწავლემ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ასევე, როგორ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებამ, ოჯახმა, სკოლამ, რომ მოზარდმა არ შეიძინოს მავნე ჩვევები და არ განუვითარდეს ქცევითი დამოკიდებულება (ადიქცია). მოსწავლეებმა საკონკურსო ნამუშევრებში წარმოადგინეს პრობლემის გადაჭრის საკუთარ ხედვა. წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრებიდან, მეორე ტურში გადავიდა 2 მოსწავლის ნამუშევარი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება