მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5ბ (დამრიგებელი: თამარ გრიგოლია) და მე-5გ (დამრიგებელი: სალომე ქობალია) კლასები ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის 16-დღიან გლობალურ კამპანიას აქტივობით - „არა ქალთა ძალადობას“ შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა ზოგადად ისაუბრეს ძალადობისა, ბულინგის შესახებ, კონკრეტულად კი - ქალთა ძალადობაზე.
მოსწავლეებმა საკუთარი აზრი გამოხატეს სიტყვით, ნახატითა და პოსტერების ენით, ქალთა სოლიდარობა კი - გულზე დაკრული ნარინჯისფერი გულებით.
„კამპანიის ფარგლებში სკოლას სტუმრობდა წყალტუბოს ახალგაზრდების საკრებულოს წარმომადგენელი, ქ-ნი მარი კუჭავა, რომელმაც მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და უჩვენა სიტუაციური ვიდეორგოლები (ვიდეომასალა) ამ თემასთან დაკავშირებით. კლასის დამრიგებლები, მოწვეული სტუმრები და მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ ამ აქტივობით და იმედი დაიტოვეს მომავალი თანამშრომლობისა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც