TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„პასუხისმგებლობა ნიშნავს იღებდე სწორ გადაწყვეტილებებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას“- ვალია ენდელაძე, ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორი
30-11-2021
-
+


რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა? რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ?  რა სურს მოსწავლეს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორი ვალია ენდელაძე გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა. . .

- უსაფრთხო სასწავლო გარემო. სასწავლო გარემოსა და სწორად შერჩეული რესურსების საშუალებით, მასწავლებლები აღუძრავენ მოსწავლეებს საგნებისადმი ინტერესს. საკლასო ოთხებში მოსწავლეებს ხვდებათ სისუფთავე, სითბო, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სასწავლო ავეჯი. კლასებში არსებობს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისათვის, დასვენებისა და თამაშისათვის საჭირო პირობები.

- მოსწავლეს სურს. . .

- საგნის სწავლებისას უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, რაც, მათი აზრით, ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსი, რაც დაეხმარება მათ განუვითაროს დაკვირვებისა და კვლევის უნარები და ესთეტიკური გემოვნება.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- დასვენების პროცესში დისტანციის დაცვა. მოსწავლეებს სურთ ერთად თამაში, ერთმანეთისათვის აზრებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- პიროვნულად შეასრულო შენზე დაკისრებული მოვალეობა. გიყვარდეს ბავშვები, იღებდე სწორ გადაწყვეტილებებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- უფრო ღირსეულად იყოს დაფასებული მასწავლებლის საქმიანობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. თაობისა, რომელიც ორიენტირებული იქნება იზრუნოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, დემოკრატიული საზოგადოების შექმნაზე, ეკოლოგიური პირობების აღმოფხვრაზე.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- მეტი დამხმარე მეთოდი, სახელმძღვანელოები, საგნობრივი ტრენინგები.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- ეკოლოგიის სწავლებას, რადგანაც კაცობრიობა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება