მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სულ 7 მოსწავლე გვყავს, ამიტომ ყველას განცდა უჩნდება, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან.
- მოსწავლეს სურს. . .
- მოსწავლეებისთვის სკოლა უნდა იყოს კარგი მეგობარი, სადაც მათ მოუსმენენ, გაუგებენ, საკუთარი თავის რეალიზებაში და სურვილების ასრულებაში დაეხმარებიან.
- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .
- პანდემიის პერიოდში, სკოლაში სწავლების დროს, ყველაზე რთულია პატარა ასაკის მოსწავლეებს აუხსნა თუ რატომ არ შეიძლება ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა და ჩახუტება.
- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .
- როცა მასწავლებელი ხარ, თავისთავად პასუხისმგებლობას გრძნობ მომავალი თაობის წინაშე. აღზრდა-განათლების საქმეში მნიშვნელოვანია, თუ როგორ ასწავლი მოსწავლეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ თანამშრომლობ კოლეგებთან საერთო მიზნის მისაღწევად. აუცილებელია, სკოლაში იგრძნობოდეს გუნდური პასუხისმგებლობა.
- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .
- ჩვენი სოფლის სკოლაში, სადაც წლების წინ 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა, ამჟამად 7 მოსწავლე სწავლობს. ვისურვებდი სკოლას დაუბრუნდეს ძველი იერსახე მოსწავლეთა რაოდენობის კუთხით.
- პედაგოგებს სჭირდებათ. . .
- პედაგოგებს სჭირდებათ კარგი სასკოლო გარემო. არამარტო ფიზიკური, არამედ ისეთი გარემო, სადაც საქმე თანამშრომლობითა და ერთმანეთის მხარდაჭერით კეთდება. ერთის გამარჯვება, ყველას გამარჯვებად ითვლება.
- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .
- სასკოლო საგნებს დავამატებდი, ისეთ საგანს, სადაც მოსწავლეები ისწავლიდნენ აგრონომიულ საკითხებს, რომელიც ხელს შეუწყობდა სოფლის პოპულარიზაციასა და მეურნეობის განვითარებას.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.