სიახლეები
სიახლეები, პიროვნება

„უმაღლესში გამოცდების გარეშე აბიტურიენტების ჩარიცხვა სამართლიანობას არღვევს!“ - მაია მიმინოშვილი სისტემას აკრიტიკებს
30-11-2021
-
+


2022 წელს აბიტურიენტები სახეცვლილ ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ. უმაღლესმა სასწავლებლებმაც პროგრამები და ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნეს, სადაც აღარ ითხოვენ ზოგადი უნარების გამოცდას. მართალია, ეს პირველადი მონაცემებია და შესაძლოა შეიცვალოს კიდეც, მაგრამ მანამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი Etaloni.ge-სთან აფასებს, რამ განაპირობა და საბოლოოდ რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს ცვლილებები.

- რთული სათქმელია, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გასაკვირი არაფერია: ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო ჩასაბარებელი საგნებიდან დიდი ხანია ამოიღეს და უმაღლეს სასწავლებლებს შეეძლოთ მეოთხე საგნად აერჩიათ, რასაც, ბუნებრივია, არავინ გააკეთებს - ეს პირდაპირ უკავშირდება გრანტის გაცემისა და უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესს. არავის აწყობს, გაართულოს მიღება, რადგან დაკარგავს სტუდენტების რაოდენობას. არაერთი წელია ამ მდგომარეობაში არიან უმაღლესი სასწავლებლები და როგორი გადაწყვეტილებებიც მიიღება გამოცდებთან დაკავშირებით, ამასაც კარგად ვხედავთ - ისინი არანაირ კვლევასა თუ წინასწარ ანალიზზე არ არის დაფუძნებული. ყველამ ერთად დავივიწყეთ მისაღები გამოცდების მთავარი მიზანი - დავეხმაროთ უმაღლეს სასწავლებლებს საუკეთესო სტუდენტების შერჩევაში.

- ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ ამაში უმაღლეს სასწავლებლებს, ქალბატონო მაია?

- მისაღებმა გამოცდებმა, მეტ-ნაკლებად, უნდა იწინასწარმეტყველოს მომავალი სტუდენტის წარმატება და ამაში უმაღლესი სასწავლებელიც დაინტერესებული უნდა იყოს, მაგრამ ვუბრუნდებით გრანტის გაცემისა და უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესს, რადგან ჩავაყენეთ ისეთ მდგომარეობაში - აქცენტს აკეთებენ არა ხარისხზე, არამედ - რაოდენობაზე.

- კვლევა და ანალიზი ახსენეთ. როდესაც სისტემას ხელმძღვანელობდით, თქვენი გადაწყვეტილებები კვლევებს ეფუძნებოდა?

- შევთანხმდეთ - გადაწყვეტილებას სჭირდება კვლევა! მაგალითად, ზოგადი უნარების გამოცდა ახერხებს თუ არა, შეარჩიოს ისეთი სტუდენტები, რომლებიც დიდი ალბათობით, წარმატებით გაართმევენ თავს აკადემიურ ცხოვრებას უმაღლესში. ამას პრედიქტული ვალიდობის კვლევა ჰქვია და აუცილებელი არ არის, ის სამინისტრომ ან გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს; შესაძლოა, ეს უმაღლესმა სასწავლებელმა გააკეთოს და გადაწყვიტოს, ბოლოს და ბოლოს, როგორი სტუდენტის მიღება სურს. დღევანდელ რეალობაში კი „პრესტიჟული“ ფაკულტეტების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე კეთდება ყველაფერი, რათა რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მოვიზიდოთ. უმაღლეს სასწავლებელს აქვს უფლება, დააწესოს ბარიერი, მაგრამ აბა, გადახედეთ, თითზე ჩამოსათვლელია უნივერსიტეტი, რომელმაც ბარიერი აწია - კომპეტენციის გადალახვა არის სრულიად საკმარისი.

თუ ზოგადი უნარების გამოცდაზე ვსაუბრობთ, შემოვიღეთ 2005 წელს და მას შემდეგ, საკუთარი ინიციატივით, ვატარებდით პრედიქტული ვალიდობის კვლევას; ვიმეორებ - უნდა დაიდოს კვლევის შედეგი, რომ ზოგადი უნარების გამოცდა არაფრისმომცემია! მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებებს დასაბუთების გარეშე ვიღებთ და ეს ძალიან სამწუხაროა... არადა ვსაუბრობთ, რომ სასწავლო პროცესი უნარების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ აკადემიური უნარები ბაზისი და წინაპირობაა სტუდენტის წარმატებისა და უცბად, ამაზე უარს ვამბობთ, პარალელურად კი, სტუდენტებს 4+1 პროგრამაზე სწორედ უნარებით ვირჩევთ. გაურკვეველია, ზოგადი უნარები რატომაა არაქართულენოვანი აპლიკანტების შერჩევის ინსტრუმენტი?

ასევე, ოპონენტები საუბრობენ, რომ ეს არ არის საგანი და არ ისწავლება, მაგრამ რატომ ვირჩევთ უნარების გამოცდას მაგისტრატურაში სწავლისთვის?.. ესაა სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგი - ერთი მინისტრი იტყვის, რომ არ არის საჭირო ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია... საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე საკმარისია ისტორია და მათემატიკა... მერე ახალი მინისტრი ხვდება, რომ ასე არ შეიძლება და უმატებს საგნებს. გადაწყვეტილებები ისე მივიღეთ, ბევრ სერიოზულ კითხვაზე პასუხი არ გვქონია და შეგახსენებთ - ეს განათლების სისტემაა, საქმე ჩვენს მომავალს ეხება. წარმოუდგენელია, დაუსაბუთებლად, კვლევის, ანალიზის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება.

მისაღები გამოცდები ძირითად მიზანს აღარ ემსახურება და ამიტომ სჯობს, სამინისტრომ სხვა სისტემა შესთავაზოს სტუდენტებს.

- ანუ ითხოვთ, სამინისტრომ კვლევების საფუძველზე, დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღოს. გამოსავალი რაშია, ქალბატონო მაია?

- სრულიად დავამახინჯეთ ეს სისტემა - მისაღები გამოცდების ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ისეთი სტუდენტების შერჩევა, რომლებიც, დიდი ალბათობით, წარმატებულები იქნებიან, მაგრამ ვინ ინტერესდება, არსებული ინსტრუმენტებიდან რომელია ასეთი?!

აქ ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო - პრედიქტული ვალიდობის კვლევა არაერთხელ ჩაგვიტარებია და შეიძლებოდა, ახლაც ჩატარებულიყო. როცა არსებულ ინსტრუმენტებს აუქმებ, უნდა დაასაბუთო - რატომ?

გამოსაშვები გამოცდების გაუქმების დროსაც არ თქმულა, რატომ მოხდა ასე - აღმოვაჩინეთ, რომ 10-ის ფარგლებში მიმატება-გამოკლება მოსწავლეების 12-მა პროცენტმა არ იცოდა, პასუხად კი გავაუქმეთ გამოცდები, რათა არ გვენახა ეს შედეგი! საუბარი მომავალსა და ამ ბავშვების უფლებებზეა- მიიღონ მეტ-ნაკლებად ხარისხიანი განათლება.

2005 წლიდან ვამბობდი, რომ შესაცვლელია დაფინანსების სისტემა და აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - სამართლიანობა! როდესაც სპორტსმენებისა და გალიდან აბიტურიენტების უგამოცდოდ მიღებაზე ვსაუბრობთ, ხომ არ გვახსენდება რომელიღაც ეპოქა?!

უმაღლესი გამოცდების პრინციპი იყო - შედგების მიხედვით შერჩეულიყვნენ საუკეთესო სტუდენტები! და რას ვასწავლით ამ ბავშვებს?  გასაგებია, რომ გარკვეული მიზეზების გამო სათანადოდ ვერ მოემზადნენ, მაგრამ იმაზე აღარ ვფიქრობთ, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ!

ამ მოსწავლეებს სხვანაირად შეგვიძლია დავეხმაროთ - 1 წელი ჩამოვიყვანოთ, საცხოვრებელიც მივცეთ, ვამეცადინოთ და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. უმაღლეს სასწავლებელში გამოცდის გარეშე აბიტურიენტის ჩარიცხვა სამართლიანობას არღვევს! საგამოცდო საგნების გაუქმება და მერე დამატება კი უკან, წარსულში დაბრუნებაა, რაც აზიანებს სისტემას!

იხილეთ: „ეს კოსმეტიკური ცვლილებაა და უკან ვბრუნდებით“ - მაია მიმინოშვილი 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე

გაეცანით შეცვლილი ტესტების ნიმუშებს -  ცვლილებები ქართული ენასა და ლიტერატურაში და გეოგრაფიაში შევიდა

აბიტურიენტები ქართულში ერთ თემას დაწერენ, გეოგრაფიაში კი რუკა აღარ ექნებათ - გორგოძე 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება