სიახლეები
ინტერვიუ

„თავიდანვე ჩავთვალეთ, რომ izrune.ge მოსწავლეებს შემეცნებითი აზროვნების განვითარებაში შეუწყობდა ხელს“- თიკო ძნელაძე
30-11-2021
-
+


izrune.ge-ს მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტი მოსწავლეა. ბავშვებისთვის მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნა პროექტის მთავარი მიზანია. განსაკუთრებით იზრდება ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა იმ მოცემულობაში, როდესაც მოსწავლეები უმეტესწილად დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან. იმას თუ მოსწავლეებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია izrune.ge-ს ტესტები კლასის დამრიგებლები აცნობიერებენ, ისინი განსაკურებული აქტიურობით გამოირჩევიან და თავიანთი მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

სწორედ ასეთ პედაგოგთაგან ქუთაისის N37 საჯარო სკოლის III კლასის დამრიგებელი თიკო ძნელაძე. განსაკუთრებული სიამაყით ამბობს, რომ თავისი მოსწავლეები პირველი კლასიდან ჩართული ჰყავს izrune.ge-ს ტესტირებაში. მათ პირველ და მეორე კლასში „მომავლის კლასის“ ტიტული მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ამ მიღწევაზე გაჩერებას არ აპირებენ და წელსაც „მომავლის კლასის“ ტიტულის მიღება სურთ. ამისთვის კი ბევრს მუშაობენ და შედეგიც სახეზეა, რაც სასწავლო წელი დაიწყო, უკვე 2-ჯერ გახდნენ „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელები. 

თიკო ძნელაძე გვესაუბრა თუ რა მნიშვნელობას ატარებს izrune.ge სასკოლო ცხოვრებაში, რამდენად არიან მასში ჩართული მშობლები და მოსწავლეები, რა პასუხისმგებლობებთანაა დაკავშირებული ასეთი წარმატება და როგორ აპირებენ გზის გაგრძელებას.

- რაც სასწავლო წელი დაიწყო, თქვენ უკვე ორჯერ, სექტემბერსა და ოქტომბერში „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელი გახდით. მთელი წლის განმავლობაში ასე აპირებთ გაგრძელებას? 

- რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ჩვენ პირველივე კლასიდან ჩავერთეთ. ორივე წელს „მომავლის კლასის“ ტიტულის მფლობელები გავხდით. შარშან 10 თვიდან 10-ვე შემთხვევაში „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელები ვიყავით. არც ერთი წლის ისე ჩაგდებას არ ვაპირებთ ისე, რომ „სუპერ კლასის“ ტიტული არ მივიღოთ. ყოველ წელს, სანამ ჩემთან იქნებიან ეს ბავშვები ვაპირებთ, რომ „მომავლის კლასი“ ვიყოთ.

izrune.ge-ს ტესტებზე პირველივე კლასიდან ვმუშაობთ. ეს პროცესი ბავშვებისთვის ძალიან სახალისო, საინტერესო და სტიმულის მომცემია. ამით მოსწავლე უფრო მიზანდასახული ხდება. ისინი ინტერესით ელოდებიან ყოველი ხუთშაბათის მოსვლას. ყოველი ტესტის შემდეგ აინტერესებთ აუმჯობესებენ თუ არა თავიანთ შედეგებს, რაც მათ უფრო მეტ ბრძოლის უნარსა და სურვილს უჩენს. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ესაა მთავარი ამოცანა. 

სხვადასხვა საკითხის მიხედვით ვმუშაობთ, მერე ერთად განვიხილავთ ტესტებს. რა იყო მათთვის საინტერესო ან გაუგებარი. არის რაღაცები, რაც მარტივად გამოსდით და არის საკითხები, რომლებშიც დახმარება სჭირდებათ. ასეთია მაგალითად, „სიბრძნის ხუთშაბათი“. სადაც სიტყვები სულხან-საბას ლექსიკონიდანაა შესული. ეს საკითხი სკოლაში არ ისწავლება, თან ჩემი ბავშვებიც მესამეკლასელები არიან და დახმარება სჭირდებათ. ამიტომ, ჩვენ ამ საკითხისთვის დროს გამოვყოფთ და ასეთ სიტყვებს ვსწავლობთ. ეს პროცესი მარტივიც არის და რთულიც, მაგრამ ჩვენ მაინც საინტერესო სამუშაო გამოგვდის. უკვე სამი წელია ტესტირებაში ვმონაწილეობთ და რომ ვთქვა, რომელიმე ბავშვს სურვილი აღარ აქვს და მოტივაცია დაუვარდა, ასეთი რამ ნამდვილად არ არის. 

- თქვენი მოსწავლეებისთვის პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული ის, რომ მათი კლასი ასეთი წარმატებულია?

- სწორედ ესაა რისთვისაც ვმუშაობთ, მიზანი აქვთ, იციან, რომ პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც აკისრიათ. თანაც, აინტერესებთ რა ქულა მიიღეს თვითონ და რა ქულა აქვთ სხვებს. ჩვენ შედეგებსაც ერთად ვაზიარებთ. მოსწავლეები ერთმანეთს შინაგანად ეჯიბრებიან, მათ შორის ჯანსაღი კონკურენციაა. თუ ქულა დააკლდათ, ცდილობენ, გამოასწორონ და უფრო მაღალი ქულა მიიღონ. ერთი წარმატება მეორეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. 90 ქულაზე ნაკლები მოსწავლეს არასოდეს მიუღია.

- ტესტირებისთვის მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თვითონ იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?

- პირველ წელს მე მიწევდა ტესტირების დღის შეხსენება. ფაქტობრივად, ერთი წელი იმაზე ვმუშაობდით, რომ ამ რეჟიმს შევჩვეოდით. უკვე მეორე და მესამე კლასში მე ნამდვილად აღარ მიწევს იმის თქმა, რომ ტესტირება ჰქონდათ. მათ, თითქოს, ჩამოუყალიბდათ მუშაობის პრინციპი და აღარ სჭირდებათ შეხსენება, პირიქით, ოთხშაბათ საღამოს ღამის 12 საათამდე არაფრით არ იძინებენ. ცდილობენ, რომ პირველები იყვნენ, ვინც ტესტებს გააკეთებენ და შედეგებს ჩვენს საერთო ჩათში მაშინვე დებენ. ეს ყველაფერი უკვე ჩვევაში გადაეზარდათ. 

- როგორია თქვენი დამსახურება ამ პროცესში?

- თავის ქება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მე სიახლეები მიზიდავს, მიყვარს ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც პირველია და ახლა ინერგება - დასაწყისიდანვე რომ ფეხს ავუწყობთ სიახლეს და მერე წარმატების მწვერვალებზე ვართ ხოლმე. იმერეთში პირველი წელს, როდესაც უკვე შეიძლებოდა ტესტების კეთება, ჩვენს სკოლაში მარტო ჩემი კლასი მუშაობდა izrune.ge-ს ტესტებზე. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ერთგვარი პოპულარიზაციაც გავუწიეთ და საკმაოდ კარგი სახელიც დავირქვით. ალბათ, ჩემი როლიც არის ამაში.

- მშობლების ჩართულობაზე უნდა გკითხოთ. რამდენად ერთვებიან და ინტერესდებიან ტესტირების პროცესითა და შედეგებით?

- ყოველთვის, როცა რაღაც სიახლე შემოდის, მას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. როდესაც მოსწავლეებმა რამდენიმე დაბალი ქულა მიიღეს, ამას განიცდიდნენ, რა თქმა უნდა მოსწავლეებიც და უფრო მეტად კი მშობლები. თითქოს იყო ისეთი მომენტი, რომ ეს ცოტა რთულია ბავშვებისთვის. თავიდან შეგუების მომენტი იყო ასეთი. ახლა მშობლებიც ძალიან კმაყოფილები არიან და ხშირად უთქვამთ, რომ ერთი სული აქვთ შვილებს როდის დაიწყება ტესტირება. ამ მუშაობის პროცესში მშობლები და შვილები ერთად არიან ჩართული. 

- როდესაც ამდენი ტიტულის მფლობელი ხართ, ალბათ, ცდილობთ, რომ ტემპი არ დააგდოთ

- ხმამაღალი ნათქვამიც არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ის, რომ, ვთქვათ, ერთ რაღაცაში მივაღწიეთ წარმატებას და ვთქვით ჩვენი სათქმელი არ ნიშნავს, რომ მეორე წელს ჩამოვინაცვლეთ და სხვამ დაიკავა ჩვენი ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად ბევრი ჩვენნაირი უნდა იყოს და მწვერვალებსა და მათკენ მიმავალ გზებზე მარტო ჩვენ რა გვინდა, მაგრამ ჩვენ იქედან ჩამოცოცების უფლება არ გვაქვს და ამას მივაჩვიე ჩემი მოსწავლეებიც. ასე რომ, ტემპის დაგდება გამორიცხულია. 

- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო მოსწავლეებს ისედაც არ უწევთ ბევრ აქტივობაში მონაწილეობა?

- როდესაც ეს სადამრიგებლო კლასი ავიყვანე, მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, რომ დისტანციურ სწავლებაზე ასე მალე გადავიდოდით. ჩვენ თავიდანვე გვქონდა ტესტებზე მუშაობა დაწყებული. მალევე, გაზაფხულიდან, ონლაინ რეჟიმზე გადავედით და ძალიან გაგვიმართა იმედები იმან, რისთვისაც სექტემბრიდან ვმუშაობდით. ზოგადად, ისეთი სიახლეები, რაც ბავშვების შემეცნებას ხელს შეუწყობს, ყოველთვის გვაინტერესებს. თავიდანვე ჩავთვალეთ, რომ izrune.ge მოსწავლეებს შემეცნებითი აზროვნების განვითარებაში შეუწყობდა ხელს. უკვე სამი წელია ვმუშაობთ და არ გვიფიქრია, რომ ეს ასე არ არის. დისტანციური სწავლების და პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ ვახერხებთ, რომ მოსწავლეები ბევრი აქტივობით დავტვირთოთ. ძირითადად ონლაინ ვართ. ამ დროს, როდესაც ბავშვებს სხვა რაღაცები მოკლებული აქვთ, ძალიან კარგია, რომ ყოველ ხუთშაბათს ტესტირებაა. კვირა არ გავა ისე, რომ ხუთშაბათს არ ველოდებოდეთ, არ ვფორიაქობდეთ. ტონუსშია მთელი კლასი. 

ბევრი ჩემი კოლეგა და მეგობარი მუშაობს ამ ტესტებზე და წარმატებულადაც. არიან ისეთებიც, ვინც ჯერ არ მუშაობს და შორიდან გვადევნებენ თვალყურს. აი, იმათთვის ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესო პროცესია. დამღლელი, მაგრამ შედეგი, რაც გველის ძალიან ბევრს ნიშნავს და დროა, რომ აქტიურად ჩაერთონ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება