მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აშშ-ში მუსიკის მასწავლებელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. პედაგოგი ამ პოზიციაზე 20 წელი მუშაობდა.
კინგსლი კიზმა, რომელიც სპრინგფილდში (ილინოისის შტატი) ფრანკლინის სახელობის საშუალო სკოლაში ასწავლიდა, განაცხადა, რომ ხელფასს პრინციპებზე მაღლა არ დააყენებს.
სამსახურიდან გათავისუფლებამდე მამაკაცმა აცრაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ასეთი ვარიანტი შტატში მასწავლებლებისთვის დასაშვებია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, პედაგოგმა კვირაში ერთხელ კოვიდ-ტესტი უნდა გაიკეთოს. კიზმა არც ტესტის გაკეთება მოისურვა, ამიტომ სპრინგფილდის სასკოლო ოლქის საგანმანათლებლო საბჭომ კინგსლი კიზის გათავისუფლებას კენჭი უყარა. გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს.
გათავისუფლების წინ მასწავლებელმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მასწავლებლების იძულება გაიკეთონ ვაქცინა, რომელიც არ უნდათ, არასწორია.
„ჩემს პიროვნულ ღირებულებებს არ დავთმობ მხოლოდ იმისთვის, რომ კარიერა შევინარჩუნო“,- დასძინა კინგსლიმ.
პედაგოგს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა სარჩელის შეტანას.
წყარო: newschannel20
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.