TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

ვინ უნდა ჩაატაროს გაკვეთილები, როდესაც მასწავლებელი იზოლაციაშია და ვის რჩება ანაზღაურება ჩატარებული საათებისთვის?
04-12-2021
-
+


სკოლებში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გრძელდება. საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობას სწავლების ჰიბრიდული მოდელი აქვთ არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს როგორც დასწრებულად, ასევე დისტანციურად.

კოვიდპანდემიის პირობებში, ბუნებრივია, ხშირია შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი იზოლაციაშია ოჯახის წევრის ინფიცირების ან კოვიდადასტურებულთან კონტაქტის გამო. რა ხდება ასეთ დროს სკოლებში? ვინ ატარებს იმ პედაგოგის გაკვეთილებს, ვინც იზოლაციაში გადავა? შეიძლება თუ არა, რომ საერთოდ გაცდეს გაკვეთილები სანამ პედაგოგი სკოლაში გავა? შესაძლოა, რომ იზოლაციაში გადასულმა პედაგოგმა გაკვეთილები დისტანციურად ჩაატაროს? 

მოგეხსენებათ, კოვიდადასტურებულთან კონტაქტში მყოფი პირისთვის იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს. თუ ამ პერიოდის გავლის შემდეგ იზოლაციაში მყოფი მასწავლებლისთვის კოვიდტესტი უარყოფითი იქნება, ის დაბრუნდება სკოლაში. ამ 12 დღის განმავლობაში შესაძლოა დირექციას საგაკვეთილო ბადის შეცვლა დასჭირდეს. იზოლაციაში მყოფი მასწავლებლის გაკვეთილებს ან შემცვლელი მასწავლებელი ჩაატარებს, ან - გაცდება.

ვის ევალება გაკვეთილების ჩატარება, როდესაც მასწავლებელი იზოლაციაშია?

მასწავლებლები ხშირად ატარებენ ერთმანეთის გაკვეთილებს ისე, რომ ამისთვის ანაზღაურებას არ ითხოვენ. თანამშრომლობის ასეთი პრაქტიკა თითქმის ყველა სკოლაში დანერგილია. ზოგ სკოლაში კი შემცვლელი მასწავლებლის შტატი არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემცვლელ პედაგოგს სწორედ ასეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ევალება სკოლაში გაკვეთილების ჩატარება. შემცვლელი პედაგოგის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც შეუძლებელია დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე სკოლის სხვა მასწავლებლით.

შეიძლება თუ არა, რომ იზოლაციაში მყოფმა მასწავლებელმა გაკვეთილები დისტანციურად ჩაატაროს?

დისტანციური სწავლების მოთხოვნა მხოლოდ მშობლებსა და რისკჯგუფში მყოფ პედაგოგებს შეუძლიათ, სხვა მასწავლებელს არ აქვს უფლება, მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად ჩაუტაროს, როდესაც სკოლაში დასწრებული სწავლებაა, ის კი - იზოლაციაშია.

მიიღებს თუ არა ხელფასს იზოლაციაში მყოფი პედაგოგი თუ მის გაკვეთილებს სხვა ჩაატარებს?

იზოლაციაში მყოფი პედაგოგი, მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობს, ხელფასს ჩვეულებრივად მიიღებს. მას იზოლაციაში გასვლის შემდეგ ბიულეტენის გახსნა შეუძლია, ბიულეტენის თანხას კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად ანაზღაურებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პედაგოგი ბიულეტენს არ გახსნის, შესაძლოა, სკოლამ მისი ხელფასისთვის განკუთვნილი თანხა იმ მასწავლებელს ჩაურიცხოს, ვინც იზოლაციაში მყოფი პედაგოგის გაკვეთილებს ჩაატარებს. ვინ მიიღებს ანაზღაურებას გაცდენილი გაკვეთილების ჩატარებისთვის - ამ საკითხზე „გამცდენი“ და „ჩამტარებელი“ მასწავლებლები ერთმანეთში თანხმდებიან.


იხილეთ ასევე: ვალდებულია თუ არა კოვიდინფიცირებული მასწავლებელი, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატაროს?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება