სიახლეები
სკოლები

გაიცანით, ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ ნიჭიერი მოსწავლე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიტერატურული კლუბის თანადამაარსებელი ნიკა ჩარტია
01-12-2021
-
+


ფოთის კერძო სკოლა - „გიმნაზიაში“ ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულითა და სიამაყით უზიარებს.

სკოლა ამჯერად ერთ-ერთ უნიჭიერეს მოსწავლეს, მეთერთმეტეკლასელ ნიკა ჩარტიას გვაცნობს.

„გვინდა გიამბოთ ჩვენი გიმნაზიის უნიჭიერესი მეთერთმეტეკლასელი მოსწავლის, ნიკა ჩარტიას წარმატებების შესახებ. ნიკამ მეგობრებთან ერთად დააარსა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიტერატურული კლუბი, რომლის ფარგლებშიც ის თანამშრომლობს: „სულაკაურის“, „არტანუჯის“, „ინტელექტისა“ და „დიოგენეს“ გამომცემლობებთან და მათი  სპონსორობით ახორციელებს სხვადასხვა სახის ლიტერატურულ კონკურსებს. ნიკამ ასევე, შექმნა  პროექტი, რომლის ფარგლებშიც ის ატარებს შეხვედრებს საგანმანათლებლო სივრცის ირგვლივ მოღვაწე პირებთან და ცნობად სახეებთან. ნიკა ასევე, თანამშრომლობს „იუნესკოს“ გენერალური კონფედერაციის მიერ შექმნილ პროექტთან - „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, რომელსაც წელს თბილისი მასპინძლობს. ნიკამ ასევე,  გააფორმა მემორანდუმი პარტნიორობასთან დაკავშირებით - „ქართულ ვიკიპედიასთან“ და „ვიკიმედიასთან" და მათთან კოლაბორაციით გეგმავს პროექტს - „ქართული ლიტერატურა ვიკიპედიაში", რომელიც განხორციელდება სხვადასხვა სპონსორებისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. ნიკა წარსდგება, როგორც პროექტის გენერალური ორგანიზატორი. ნიკა ასევე, გახლავთ  ევროპის ფონდის USAISGeorgia, შვედეთის საელჩოსა  და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ახალგაზრდული იდეის" წარმომადგენელი ფოთში. ნიკა მუშაობს ორგანიზაცია - „წარმატების გზა/The way to success“ ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერის თანამდებობაზე. ასევე მუშაობს ორგანიზაციაში - „ლაზიერი Lazieri" პროექტის ორგანიზატორის თანამდებობაზე; და ბოლოს, გვინდა  დავამატო, რომ ნიკამ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრში - LEAF მისაღებ გამოცდებზე  მაქსიმალური ქულები მიიღო, რითაც მას შეუძლია დაფინანსების  მოპოვება და სწავლის გაგრძელება ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის წერილში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

25 თებერვალი - თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა - 104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები ცნობილია

შედეგების მიუხედავად ისინი უმაღლესში ვერ ჩაირიცხებიან 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება