ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთის - „ჩემი სამყარო“ ახალი ნომერი გამოსცეს
01-12-2021
დაკოპირებულია
-
+
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა VI კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი ხასიათის კედლის გაზეთი - „ჩემი სამყარო“ ახალი ნომერი გამოსცეს.
აღსანიშნავია, რომ გაზეთის შექმნას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის და ხელოვნების პედაგოგები - ირინა კუჭავა და ნანა ჩირგაძე.
„ბავშვებმა საინტერესო ამბები დაწერეს, შექმნეს და დახატეს. თავიანთი ფანტაზია, ნიჭი და შესაძლებლობანი ჩვენს თვალწინ გააცოცხლეს. ანასტასია ფუტკარაძემ თავის მიერ დაწერილ იგავ-არაკში - „მეგობრობი“ ძლიერ სიყვარულსა და თანადგომაზე მოგვითხრო. მან ასევე, შექმნა შემოდგომის ფოთლების აპლიკაცა. ალეკო ბიბინიძის ამბავში - „ტყის შვილები“, ტყის ბინადართა თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი ცხოვრებაა გადმოცემული. საინტერესოდ გვიამბობს ლიზი ქაროსანიძე თაფლისა და სანთლის დამზადების პროცესს; როგორ ათავსებენ ფუტკრები ნექტარს ფიჭაში, როგორ წურავენ თაფლს, ამზადებენ სანთელს.. ამ საქმიანობაში ოჯახის წევრებთან ერთად თვითონაც აქტიურადაა ჩართული. მან თანმიმდევრობით, ნახატებით აღგვიწერა ეს პროცესი.. უსაზღვროა ბავშვების ფანტაზია, შთამბეჭდავია მათი ნაფიქრი და ნააზრევი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.