„საინტერესო და ეფექტური ცდები“- ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ექსპერიმენტები ჩატარდა
01-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორს, აკადემიურ დოქტორ მადონა სამხარაძეს უმასპინძლეს.
მადონა სამხარაძემ, პედაგოგ ნანა ჭეიშვილთან ერთად, მე-9 კლასში ჩატარებულ პრაქტიკულ გაკვეთილში - „მარილები“, მიიღო მონაწილეობა.
ექსპერიმენტის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„სკოლა პროგრესში საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მადონა სამხარაძე. მან პედაგოგ ნანა ჭეიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო მე-9 კლასში ჩატარებულ პრაქტიკულ გაკვეთილში თემაზე „მარილები“. გაკვეთილის მსვლელობაში და ექსპერიმენტში ჩართული იყვნენ მოსწავლეები. საინტერესო, ეფექტური ცდები, მზაობა იმისათვის, რომ სწავლებაში დაინერგოს თეორიის პრაქტიკასთან კავშირი იყო გაკვეთილის მთავარი არსი. მადლობა ქალბატონ მადონას გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვისთვის“,- წერს სკოლა.