მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ამ დროისთვის, 68 პედაგოგი და 220 მოსწავლეა ინფიცირებული, სრულად დისტანციურ სწავლებაზეა ორი სკოლა და 36 ცალკეული კლასი - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.
„კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სრულად დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ორ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში - ოთარშენის და გორის მეორე საჯარო სკოლებში. რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, გეტყვით, რომ ამ დროისთვის, 17 სკოლის 36 ცალკეული კლასი განაგრძობს დისტანციურ ფორმატში სწავლას.
28 ნოემბრის მონაცემებით, ინფიცირებულია გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 68 პედაგოგი და 220 მოსწავლე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მშობლებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, არ გაუშვან ბავშვი სკოლაში, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.