საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს - საბინე მახლს შეხვდნენ
01-12-2021
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელ საბინე მახლს შეხვდნენ.
აღნიშნული შეხვედრა გაეროს ოფისში გაიმართა. მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და ამ თემის გარშემო არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და გამოსავლის გზების შესახებ ისაუბრეს.
„ქალბატონმა საბინემ გამოკვეთა ძირითადი დაბრკოლებები ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. გარდა ამისა ,ბავშვთა უფლებებისა და ონლაინ სწავლების გამოწვევები საქართველოში და გლობალურ დონეზე.
მნიშვნელოვანი იყო დისკუსი, მომხსენებლის მიერ ახალგაზრდების ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობაზე ,მხარდაჭერის შესაძლებლობებსა და დაბრკოლებებზე. ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილების საჭიროებაზე ახალგაზრდის თვითრეალიზაციის პროცესში.
შეხვედრა იყო ინტერაქციული, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს უახლოესი და საჭირო ინფორმაციები“,- წერს სკოლა.