მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ზესტაფონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ზესტაფონის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის მნიშვნელობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.
ზაალ სხილაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის საჯარო სკოლის დირექტორი:
„სამწუხაროდ წელს პირველი ტურის შემდეგ ჩვენი სკოლის ვერცერთი მოსწავლე მეორე ტურში ვერ გადავიდა, თუმცა ეს კიდევ უფდრო მეტი მოტივაციიაა, რომ უფრო მეტად მოინდომონ და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევენ. „ეტალონის“ პრიცნიპიც ხომ სწორედ ესაა - გაზრდა და განვითარება, რომ არ ვიყოთ მიღწეულით კმაყოფილი და უფრო მეტი ვიშრომოთ. გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ ამის გარდა არის ბევრი ნიუანსი, რაც „ეტალონს“ როგორც პროექტს გააჩნია. ჩვენ ყოველწლიურად ვმონაწილეობთ და მომავალშიც აუცილებლად ვეცდებით სასურველი მწვერვალის დაპყრობას“.
ხათუნა კაპანაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლიდან 13 მოსწავლე მონაწილეობდა პირველ ტურში და ოთხმა მათგანმა მოახერხა რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყო, ეს ძალიან კარგი შედეგია. წელს დისტანციურად წარიმართა ეს პროცესი და ძალიან კარგად მოვერგეთ ამ ფორმატს, ყოვლეგვარი შეფერხების გარეშე წარიმართა ტესტირება, მუშაობდენენ ბავშვები გულდასმით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსწავლეებში, მოუთმენლად ელიან ყოველ წელს, რათა გამოსაცადონ საკუთარი თავი და ცოდნა. მისასალმებელია, რომ პანდემიის რთულ პერიოდშიც არ შეწყვიტეთ თქვენი საქმიანობა და გვერდით დაუდექით სკოლებს“.
ნოდარ ოსაძე, ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის დირექტორი:
„კმაყოფილი ვართ პირველი ტურით, ძალიან კარგად ჩაატარეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და რამდენიმემ მეორე ტურშიც მოახერხა გადასვლა. მოსწავლეების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და ეს პირველი მანიშნებელია, იმის რომ „ეტალონი“ უფრო იზრდება, ვითარდება და ინარჩუნებს აქტუალობას მოსწავლეებში. იმ გარემოებამ, რომ პანდემიის გამო შფერხებულია სასწავლო პროცესი, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატზე გავლენა ვერ მოახდინა, პროექტმა, შეძლო რომ ასეთ გამოწვევას გამკლავებოდა, და მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების სადარაჯოზე კვლავაც დამდგარიყო“.
მარეხ ქათამაძე, რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონი“ ისეთი პროექტია, რომელიც წელიწადში ორჯერაც კი უნდა ტარდებოდეს. ის ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას, უჩენს შეჯიბრის სურვილს. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მისი თანატოლი აღწევს წარმატებას და ეს დაფასებულია ყველა მხრიდან, თავადაც უჩნდება მიბაძვის სურვილი. წლებია ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში, არც წელს იყო გამონაკლისი. მოუთმენალდ ელოდებოდნენ დაწყებას და კამყოფილი იყვნენ ტესტირებიტაც“.
გაიანე ყვავაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლიდან ერთმა მოსწავლემ შეძლო მეორე ტურში გადასვლა. „ეტალონი“ ძალიან უყვართ მოსწავლეებს, აქტიურად ერთვებიან ყოველ წელს, მოსწავლეების სწავლის ხარისხზე ეს კონკურსი კარგად აისახება და ამიტომ მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ. პანდემიის გამო, რომ დისტანციურად ტესტებით ჩატარდა, ამ ფაქტსაც მივესალმები“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა