„არა დისკრიმინაციას! ჩვენ თანასწორები ვართ“ - თაიას საჯარო სკოლაში ვიდეოკონკურსი ჩატარდა
01-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები თუ კონკურსები ხშირად იმართება და ბავშვებიც აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკონკურსო ღონისძიება გაიმართა. აქტივობა ვიდეოკონკურსის სახით თემაზე - „არა დისკრიმინაციას! ჩვენ თანასწორები ვართ“ ჩატარდა.
„პროექტში მონაწილეობა მიიღეს VII-IX-XI კლასის მოსწავლეებმა; კონკურსანტებმა გადაიღეს 3-წუთიანი ფილმები, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ფილმის იდეა, სცენარი, გადაღება, რეჟისურა, თავად მოსწავლეებს ეკუთვნით ზედმეტი გარე ჩარევებისა და თავს მოხვეული აზრების გარეშე, რადგან გვაინტერესებდა მოსწავლეების დამოუკიდებელი ხედვა, თემასთან დაკავშირებით; ჩვენი მხრიდან მინიმალისტური ჩარევები, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იყო. ფილმის წარდგენამდე გუნდის სპიკერებმა, გააკეთეს მოკლე პრეზენტაცია და გააქტიურეს ჟიური და მაყურებელი. ნამუშევრები შეაფასეს კომპეტენტურმა ჟიურიმ, მათ შორის მოწვეულმა სტუმრებმა, სპეციალურად წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმებით, გამოვლინდა გამარჯვებული და შეჯამდა ღონისძიება, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და წამახალისებელი პრიზები. ყველა მონაწილე გუნდებთან ერთად დაგეგმილია ღია გაკვეთილი ბუნებაში და პიკნიკი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.